ე.წ. აფრიკის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა – ბაღი 500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს

სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. სამგორის რაიონის 64-ე საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს იანვარში მიიღებს. უკვე მიმდინარეობს ბავშვების რეგისტრაცია. ბაღი 15-ჯგუფიანია და 500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.
დასრულებული პროექტი თბილისის მერის მოადგილემ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯერჯერობით ვხედავთ პირიქით, იმ ტაქტიკების გამწვავებას, რომელიც აქამდეც ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს – იმედი გვაქვს, რომ „დოფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმედ საქართველოში