აუცილებელია, რომ ის სისტემური, მიზანმიმართული მავნებლობა, რაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ხორციელდებოდა, გამოძიებულ იქნას

„როცა ნაცმოძრაობის დანაშაულებზე ვსაუბრობთ, მათი რეჟიმის ერთ-ერთი უბნელესი ლაქა არის 2008 წლის ომი. ზოგი ფიქრობს, რომ ამ დანაშაულების გამოძიების პროცესი ცოტა გვიანაც კი დაიწყო, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს საერთაშორისო დავები ჰქონდა დასასრულებელი რუსეთთან და ოკუპანტს შესაძლოა საშუალება მისცემოდა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო დავის დროს გამოეყენებინა ეს ფაქტები“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შესახებ თემაზე კომენტირებისას, რომელმაც ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა შეისწავლოს.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, აუცილებელია, რომ ის სისტემური, მიზანმიმართული მავნებლობა, რაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ხორციელდებოდა, გამოძიებულ იქნას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა საერთაშორისო დავა მოიგო ოკუპანტთან, მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა ცდილობდა საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას.
ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ჯერ ევროპელებს დეკლარირებულად ათქმევინეს, რომ საქართველო იყო ომის გამჩაღებელი და მერე ქართული ჯარიც დაადანაშაულეს ამაში. საბედნიეროდ, „ქართული ოცნების“ პირობებში ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და საქართველო აბსოლუტურად წელგამართულია რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო თვალსაზრისით. ახლა კი, უკვე აუცილებელია, რომ ეს სისტემური, მიზანმიმართული მავნებლობა, რაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ხორციელდებოდა, გამოძიებულ იქნას. ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება, რომელმაც ძალიან სწორად იმუშავა, რადგან უკვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან ხედავდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა ყელყელაობას, რომელთა დანაშაულზე გონივრულ ეჭვზე მეტი არსებობს“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება