აზიის რამდენიმე ქვეყნის მინისტრი მოსკოვში ისრაელი-„ჰამასის“ ომთან დაკავშირებით სათათბიროდ ჩავიდა

საუდის არაბეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ინდონეზიისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) გენერალური მდივანი მოსკოვში ჩავიდნენ, რათა ს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად განიხილონ ღაზას სექტორის გარშემო არსებული ვითარება. ამის შესახებ TASS იტყობინება.
რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით შეხვედრის მონაწილეთა შემადგენლობას აქვეყნებს. ესენი არიან: ს საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ბინ ფარჰან ალ-საუდი, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი სამეჰ შუკრი, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეტნო მარსუდი, პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ალ-მალიკი და OIC-ის გენერალური მდივანი ჰისეინ ბრაჰიმ ტაჰა.