YouTube Premium საქართველოშიც ჩაირთო — ხელმისაწვდომია 3 პაკეტი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგ YouTube-ის პრემიუმ ვერსია საქართველოშიც გახლდა ხელმისაწვდომი. საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სერვისი დღეს, 6 დეკემბერიდან გახდა ხელმისაწვდომი.
YouTube Premium ფასიანი სერვისია, რომელიც მომხმარებლებს უფასო, სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით რიგ უპირატესობას სთავაზობს. კერძოდ:
· ვიდეობის რეკლამის გარეშე ყურებას;
· ვიდეობის ფონურ რეჟიმში ყურებას – მაგალითად, სმარტფონში, ვიდეო არ გამოირთვება მაშინაც კი, როდესაც სხვა აპლიკაცია გაქვთ ჩართული, ასევე ფონურ რეჟიმში.
· YouTube Music-ის სერვისს, რომელშიც მილიონობით მუსიკალური კომპოზიცია შედის.
რაც შეეხება ფასს, ხელმისწავდომია სამი პაკეტი:
· სტუდენტური – თვეში 10.29 ლარი;
· ინდივიდუალური – 17.49 ლარი;
· საოჯახო [ექვსი მომხმარებლისთვის] – 33.29 ლარი.