YouTube-მა დაბლოკა ნავალნის გუნდის მიერ პუტინის იახტის შესახებ გამოძიება

YouTube-ის ვიდეოჰოსტინგის სერვისმა დაბლოკა ს გუნდის გამოძიება, რომლის მიხედვითაც იტალიაში დაკავებულ იახტა “შეჰერაზადის” მფლობელი ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, შეტყობინებაში, რომელიც ნავალნის თანამოაზრეებმა მიიღეს, ნათქვამია, რომ ვიდეო არღვევს “შევიწროებასთან დაკავშირებულ” YouTube-ის წესებს. ამასთან დაკავშირებით, ჰოსტინგის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ” ყველა კონფიდენციალური ინფორმაცია” ამოღებულ იქნას ვიდეოდან.

მანამდე YouTube-მა უკვე დაბლოკა რუსი ოპოზიციონერების მიერ ჩატარებული რამდენიმე გამოძიება, მაგრამ განხილვის დასრულების შემდეგ მან აღადგინა მათზე წვდომა.
შარშან მარტში, რუსი ოპოზიციონერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ჯგუფმა მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმად 700 მილიონ დოლარად ღირებული იახტის, „შეჰერაზადას“ ეკიპაჟი რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რაც შესაძლოა, იყოს იმის მტკიცებულება, რომ იახტის მფლობელი პრეზიდენტი პუტინია.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის იტალიამ მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა მდიდარ რუსებს, რომლებიც რეგულარულად ჩადიოდნენ ქვეყანაში დასასვენებლად და ყიდულობდნენ ქონებას პრესტიჟულ ადგილებში.
იტალიის მთავრობის განცხადებაში, რომლითაც გამოაცხადა დაყადაღების ბრძანება, არ იყო დაასახელებული მფლობელის ვინაობა და მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ მას კავშირები აქვს „რუსეთის მთავრობის გამოჩენილ ელემენტებთან“.

ასევე დაგაინტერესებთ