Yonhap: ფხენიანი რუსეთის დასახმარებლად დამატებითი ძალის გაგზავნას აპირებს

ჩრდილოეთი კორეა ემზადება რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალის და ტექნიკის, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების გასაგზავნად. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, სამხრეთ კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Yonhap-ი.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ს მხარდასაჭერად საომრად გაგზავნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიდან დაღუპულია 100-მდე და დაჭრილია დაახლოებით 1000.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ტელეგრამით დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სამ დღეში რუსეთის კურსკის ოლქში მოკლულია 77 და დაჭრილია 40-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. მ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ჩრდილოეთმა კორეამ ათასობით სამხედრო გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ