უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტოგამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის მიერ მოწყობილი “პეიჯერების ოპერაციიდან” მალევე უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ირანის რეჟიმს, რომელიც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარი სპონსორია, დახმარება შესთავაზა.
“ჩვენი საიდუმლო სამსახური უკვე დაეკონტაქტა თქვენს სამსახურებს და ჩვენ გაგიზიარებთ ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც გამოძიების დროს მოვიპოვეთ,” განუცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ ირანელ კოლეგას 30 სექტემბრით დათარიღებული აუდიოჩანაწერის ტრანსკრიპტის მიხედვით, რომელიც დასავლურმა სადაზვერვო სამსახურმა გადაამოწმა და Washington Post-მა მოიპოვა.
“ყოველგვარ შესაძლო დოკუმენტს თქვენს სამსახურებს გავუზიარებთ.” – ეუბნებოდა სიიარტო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის, ჩანაწერის მიხედვით.
ე.წ. “პეიჯერების ოპერაციის” შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ათასობით წევრს პეიჯერები აუფეთქდათ, ყურადღების ცენტრში უნგრეთიც მოექცა, რადგან ტაივანურმა კომპანიამ, რომლის ბრენდსაც აფეთქებული მოწყობილობები ეკუთვნოდა, რეპორტიორებს განუცხადა, რომ პეიჯერები უნგრულმა კომპანიამ სალიცენზიო ხელშეკრულების ქვეშ დაამზადა.
“მინდოდა, თქვენთვის პირადად მეთქვა, რომ ჩვენი სამსახურები თქვენსას უკვე დაეკონტაქტნენ,” აცნობა სიიარტომ არაღჩის 2024 წლის სექტემბერში, რის პასუხადაც ირანის საგარეო მინისტრმა, ტრანსკრიპტის მიხედვით, “ღრმა მადლიერება” გამოხატა.
“თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ ან ჩემთან დაკავშირება მოგინდებათ, მაშინ მე ყოველთვის თქვენს სამსახურში ვარ.” – განუცხადა სიიარტომ კოლეგას დოკუმენტის მიხედვით.
“ეს პეიჯერები უნგრეთში არ არის დამზადებული, არასდროს ყოფილან უნგრეთში და ფიზიკურად არცერთი უნგრული კომპანია არ ყოფილა კავშირში ამ პეიჯერებთან. ასე რომ, ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო!” – დაამატა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა.
WP-ს მიხედვით,სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების დროს შესვენებებზე რეგულარულად ურეკავდა ლავროვს და აძლევდა “პირდაპირ ცნობებს, თუ რა განიხილეს”. წყაროს თქმით, უზიარებდა პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებსაც. მოგვიანებით სიიარტომ დაადასტურა, რომ ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების დროს ხშირად უკავშირდება.
“ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ევროკავშირის ყოველი შეხვედრის დროს მაგიდის ქვეშ მოსკოვი იყო.” – თქვა წყარომ.
ცნობას თავადსიიარტომ თავდაპირველად “ცრუ ინფორმაცია” უწოდა. მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია არჩევნების წინ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარის პარტიის მხარდაჭერის გასაზრდელად გავრცელდა.
WP: უნგრეთის საგარეო მინისტრი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრებიდან ცნობებს აწვდიდა
გამოცემა Politico იუწყება, რომ მას შემდეგ რაც პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რის მიხედვითაც ვიქტორ ორბანის მთავრობა რუსეთს ინფორმაციას გადასცემს, ევროკავშირი უნგრეთს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, Politico ხუთ ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირს ახალ ბრალდებებზე არ ექნება ოფიციალური რეაგირება, რათა აირიდონ უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენა.
Politico-ს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ ეჭვებმა, რომ უნგრეთი კრემლს სენსიტიურ ინფორმაციას უზიარებს გამოიწვია ის, რომ ევროკავშირის ლიდერები უფრო ხშირად იკრიბებიან “მსგავსად მოაზროვნე” მცირე ჯგუფებში, ვიდრე სრულ 27-წევრიან ფორმატში.
“საერთო ჯამში, “ნაკლებად ლოიალური წევრები” მთავარი მიზეზია, რატომაც მნიშვნელოვანი ევროპული დიპლომატია ახლა მცირე ფორმატებში მიმდინარეობს – E3, E4, E7, E8, ვაიმარი, NB8, JEF და ა.შ,” – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
Politico: EU უნგრეთს მოლაპარაკებებიდან თიშავს, რათა კრემლს ცნობები არ მიაწოდოს
ამას გარდა, მედიაში ასევე გავრცელდა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს, ელაპარაკება. ჩანაწერში სიიარტო გამოხატავს მზადყოფნას, რომ რუსული მხარის მოთხოვნას შეასრულებს.