WP: პენტაგონი ირანში ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან დამატებით $200 მილიარდს ითხოვს

bloomberg
tbl.ge/7gmbგამოცემა The Washington Post -ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ პენტაგონმა თეთრ სახლს სთხოვა, ირანში ომის დასაფინანსებლად დაამტკიცოს -ს კონგრესში 200 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მოთხოვნა.
WP-ს წყაროების ინფრომაციით, ეს თანხა მიზნად ისახავს სასწრაფოდ გაზარდოს იმ კრიტიკული შეიარაღების წარმოება, რომელიც აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად უკვე დაიხარჯა.
გამოცემის წყაროების თქმით, ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, რამხელა თანხას მოითხოვს თეთრი სახლი, რადგან ზოგ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ პენტაგონის მოთხოვნას არ აქვს რეალისტური შანსი, კონგრესში დამტკიცდეს. The Washington Post-ის მიხედვით, რესპუბლიკელები ამუშავებენ საჭირო ბარიერების გადალახვის სამართლებლივ სტრატეგიებს.
აშშ-ს ირანში სამხედრო ოპერაცია პირველ კვირაში $11 მილიარდზე მეტი დაუჯდა.
ამავე თემაზე1 საათის წინReuters: ტრამპი განიხილავს ირანში ათასობით ჯარისკაცის გაგზავნას – ოპერაციის ახალი ფაზაგუშინ, 17:06CENTCOM: აშშ-მ ჰორმუზის სრუტესთან ირანის სარაკეტო ობიექტები დაბომბაგუშინ, 15:03ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის დაზვერვის მინისტრიგუშინ, 14:58WSJ: მოსადი ირანელ მეთაურებს უკავშირდება და აქციების დარბევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებაგუშინ, 14:45აშშ-ს ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვაკომენტარებიბოლო სიახლეები