WIZZ AIR EURO 2024-სთვის ფრენებს ამატებს, ბილეთის ფასი 199 ევროდან იწყება

WIZZ AIR EURO 2024-სთვის ფრენებს ამატებს, ბილეთის ფასი 199 ევროდან იწყება
Wizz Air 2024-სთვის საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს.
ავიაკომპანიის ცნობით, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა.
ბილეთის ფასი 199 ევროდან იწყება.
„საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ევრო 2024-ზე მართლაც დიდი მიღწევაა, ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას! ეს არის ისტორიული მომენტი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის, სწორედ ამიტომ, Wizz Air-ს სურდა ყოფილიყო ამ გამარჯვების ნაწილი.
ფრენების განრიგის ადაპტირებითმატჩების თარიღების შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საშუალება მივცეთ ქართული ფეხბურთის ქომაგებს, გაემგზავრონ გერმანიაში და ადგილზე უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. ფრენების ახალი განრიგით გულშემატკივრები უპრობლემოდ შეძლებენ თამაშზე დასწრებასა და სასურველ დროს საქართველოში დაბრუნებას”. – თქვა Wizz Air-ისკომუნიკაციების მენეჯერმა, ჟაჟატრუბეკმა.

ასევე დაგაინტერესებთ