Wendy's გლობალურად 140-მდე დაბალშემოსავლიან ფილიალს ხურავს

Wendy's გლობალურად 140 დაბალშემოსავლიანი რესტორნის დახურვასა და უფრო წარმატებულ ლოკაციებზე ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის აღმასრულებელი საბჭო ავრცელებს.
როგორც Wendy's-ს ფინანსური დირექტორი, განტერ პლოში აცხადებს, 140 “მოძველებული” რესტორანი, რომლებსაც სწრაფი კვების კომპანია დახურავს, იმაზე გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე Wendy's სხვა რესტორნები საშუალოდ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბრენდისთვის, რომელიც ბაზარზე 55 წელია ოპერირებს, ზოგიერთი ფილიალი ძველმოდურია.
CFO-ს განმარტებით, თითოეული ასეთი ფილიალი წლიურად, საშუალოდ, $1.1 მილიონს გამოიმუშავებს, Wendy's-ის გეგმა კი რესტორნების ისეთ არეალში განთავსებას ითვალისწინებს, სადაც წლიური გაყიდვები $2 მილიონს გადააჭარბებს.
კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ 2024 წელს კომპანია 250-300 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს, შესაბამისად, Wendy's-ის რესტორნების ქსელის შემცირება არ იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ორ წელიწადში Wendy's-მა გლობალურად 500 ახალი რესტორანი გახსნა.
მესამე კვარტალის მონაცემებით, Wendy's-ის ბრენდის ქვეშ -ში 6 010, ხოლო მის მიღმა 1 156 რესტორანი ერთიანდება. კომპანია არ აკონკრეტებს, რომელ რეგიონებში დაიხურება რესტორნები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…