Webster University Georgia მესამე აკადემიურ წელს იწყებს – სასწავლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

Webster University Georgia მესამე აკადემიურ წელს იწყებს. 2024-2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განახლებული კატალოგით ხვდება. უნივერსიტეტში მესამე აკადემიური წლისთვის 4 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. თითოეულ პროგრამაზე მისაღებად 50 ადგილია გამოცხადებული.
Webster University Georgia-ში გასულ 2 წელს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მას რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბის პოტენციალი გააჩნია.
„ორი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მთელი რიგი აქტივობებისა, რომლებიც ხაზს უსვამს ჩვენს მიზანს გავზარდოთ აკადემიური მოსწრება, სტუდენტების ჩართულობა და ფართო საზოგადოებასთან წვდომა. უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, Webster University Georgia-მ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს აკადემიური შეთავაზებებისა და კამპუსური ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ დავნერგეთ ახალი საბაკალავრო პროგრამები ფსიქოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში, რომლებიც მორგებულია თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზე. ფაკულტეტის გაფართოებამ, საერთაშორისო ლექტორების ჩათვლით, გაამდიდრა ჩვენი აკადემიური გამოცდილება, რომელსაც სტუდენტებს ვთავაზობთ“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
აქვე გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა განახორციელა.
· მოეწყო ესეების 3 კონკურსი სტუდენტების კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიულობის წახალისების მიზნით;
· მოეწყო დაახლოებით 30 ღონისძიება ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიის თემებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ბიზნესის მფლობელები, მედიის წარმომადგენლები და საელჩოების მაღალი თანამდებობის პირები.
· 60-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო ნაწილობრივი დაფინანსება, რაც ადასტურებს Webster University Georgia-ს მიზანს, მაღალი დონის განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს;
· 10-ზე მეტი პროფესორი -დან, დიდი ბრიტანეთიდან, იორდანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ირლანდიიდან და იტალიიდან მოწვეული იყო თბილისის კამპუსში, რამაც დიდი საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება მოუტანა ქართულ საგანმანათლებლო სფეროს;
· Webster University Georgia-ს პროფესორები მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ღონისძიებებზე. პროფესორი თომას კლაინერი იყო Forbes Under 30-ის ღონისძიების მთავარი მომხსენებელი, ხოლო ვებსტერმა მასპინძლობდა ღონისძიებას “ქალები ლიდერობაში”;
· დაიხვეწა ბიბლიოთეკის შეთავაზებები. ახალმა სერვისებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უახლესი აკადემიური რესურსები შესთავაზა;
· Webster Georgia-მ გააფორმა მემორანდუმი 20 სხვადასხვა პარტნიორთან, მათ შორის AMCHAM-სადა TBC-თან, რაც ხელს უწყობს სტუდენტებისთვის ახალი შეთავაზებების შექმნას.
შეგახსენებთ, რომ Webster University Georgia-ს თითოეული პროგრამა აკრედიტებულია როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. პროგრამებს აქვთ HLC (higher learning commission-ის) აკრედიტაცია. Webster University 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ Webster University Georgia-ს სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც მიიღებდნენ აშშ-ში.
Webster University Georgia ყოველკვირეულად აწყობს ღია კარის დღეებს, რაც პოტენციურ სტუდენტებსა და მათ ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ კამპუსს, შეხვდნენ მასწავლებლებს, მიიღონ შეთავაზებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია და თავად დარწმუნდნენ ამერიკული განათლების უპირატესობებში.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ღირსების ორდენზე წარდგენილი სიიდან რიგი ადამიანები არ დაეჯილდოებინა, მისი აფექტური მდგომარეობის კონდიცია იყო, რათა მთავრობის ინიცირებულ პროცესში რაღაც ნეგატივი შეეტანა