Washinton Post: -მა შესაძლოა უარი თქვას უკრაინის ჯარისთვის ლიმიტის დაწესებაზე და კიევს Tomahawk-ები გადასცეს

აშშ-ის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელიც ში სამშვიდობო შეთანხმებას ითვალისწინებს, „უსაფრთხოების გარანტიები ჯერჯერობით არასაკმარისად მყარია“, წერს Washington Post-ი ამერიკის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
გეგმაში შესაძლოა ცვლილებები იქნეს შეტანილი. კერძოდ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიძლება გაზარდოს ან საერთოდ გააუქმოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გეგმით დაწესებული ლიმიტი – 600 ათასი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ომის შემდგომ პერიოდში შეკავების მექანიზმის გასაძლიერებლად ამერიკელი ჩინოვნიკები განიხილავენ უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების, Tomahawk-ების მიწოდებას, თუკი სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულ იქნება.
Washinton Post-ი ასევე სხვა ახალ დეტალებსაც ასახელებს. კერძოდ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ -სა და მის მოკავშირეებს გამიზნული აქვთ, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით დაეხმარონ ს ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ „უსაფრთხოების კედლის“ აგებაში. გამოცემის წყაროს არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება „უსაფრთხოების კედელში“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკია იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ – 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ვისაც აქვს სურვილი, ხმა დააფიქსიროს, მოემზადოს და ჩამოვიდეს

ზურაბ ჯაფარიძე – 28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო – საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად, უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე და არ ვიქეცით პირუტყვებად