Washington Post:​ პიტერ სიიარტრო რუსეთს აწვდიდა ინფორმაციებს ევროკავშირის შეხვედრებიდან

Washington Post-ის თანახმად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების კონფიდენციალურ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა. ბუდაპეშტი ამ ბრალდებას უარყოფს.

გამოცემის გამოძიება, რომელიც ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით მომზადდა, ამტკიცებს, რომ სიიარტო წლების განმავლობაში აწვდიდა მოსკოვს ევროკავშირის შეხვედრებზე განხილულ საიდუმლო ინფორმაციას. ანგარიშის მიხედვით, სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების შესვენებების დროს ურეკავდა ლავროვს, რათა მისთვის მიმდინარე დისკუსიების შესახებ დეტალები გაეზიარებინა და რუსეთის ხელისუფლებისთვის სამოქმედო გეგმები ეკარნახა.

გაზეთის კონფიდენციალური წყაროს ცნობით: „წლების განმავლობაში, ევროკავშირის ყოველ შეხვედრას, არსებითად, მოსკოვიც ესწრებოდა“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამის შესახებ X-ზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია „არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების ყველა დეტალს ატყობინებს, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი. ჩვენ დიდი ხანია, ამას ვეჭვობდით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სიტყვით მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გამოვდივარ და მხოლოდ იმდენს ვამბობ, რამდენიც აუცილებელია“, – დაწერა მან.

 

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უნგრელ მინისტრს მიმართა: „ეს ბევრ რამეს ახსნიდა, პეტერ“.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრალდებებს „ყალბი ამბები“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს ანგარიში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პეტერ მაიარის და მისი ოპოზიციური პარტია „ტისზას“ მხარდასაჭერად გავრცელდა.

„როგორც ყოველთვის, დეზინფორმაციაა. თქვენ ცრუობთ, რათა მხარი დაუჭიროთ პარტია „ტისზას“, რომ უნგრეთის ხელისუფლებაში ომის მომხრე მარიონეტული მთავრობა მოვიდეს“, – დაწერა X-ზე სიიარტომ.

 

გარდა ამისა, Washington Post-მა შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ამზადებდა ორბანზე თავდასხმის იმიტაციას (ოპერაცია სახელწოდებით „Gamechanger“), რათა არჩევნებში მისი შანსები გაეზარდა.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა, პიტერ სიიარტომ მოსკოვში 16 ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, მათგან ბოლო მიმდინარე წლის 4 მარტს, როდესაც ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

უნგრეთში საპარლამენტო 12 აპრილს გაიმართება.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგები ასეთია:

  • პეტერ მაგიარის პარტია „ტისზა“: 48%
  • ვიქტორ ორბანის „ფიდესი“: 39%

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში

აკაკი გვიანიძე: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად მოითხოვენ მათი ლეგიტიმურობის აღიარებას… რეალურ მმართველებად მათ არც “ოცნების” მომხრეები მიიჩნევენ და არც ეკლესია