Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რუსეთში პატიმრობაში დარჩება

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გასაჩივრება, რომელიც ეხებოდა ლეფერტოვოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ვადის გახანგრძლივების შესახებ და The Wall Street Journal-ის (WSJ) ამერიკელი ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი პატიმრობაში დატოვა.
ამის შესახებ მოსკოვის სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება.
26 იანვარს 32 წლის ჟურნალისტს პატიმრობა 30 მარტამდე გაუხანგრძლივეს. გერშკოვიჩის ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეეცადნენ.
მანამდე, ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, Fox News-ის ყოფილ ტელეწამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, მიანიშნა, რომ მზადაა გერშკოვიჩი გაცვალოს ვადიმ კრასიკოვზე (იგივე ვადიმ სოკოლოვი), სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელზე, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი საქართველოს მოქალაქის, ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
ევან გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. მეორე დღეს რუსეთის უშიშროების სამსახურმა, ეფ-ეს-ბემ გამოაცხადა, რომ ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჟურნალისტმა „-ის დავალებით შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.
გერშკოვიჩი და The Wall Street Journal-ი ბრალდებებს უარყოფენ. გამოცემამ არაერთხელ მოითხოვა ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. თეთრმა სახლმა ბრალდებებს “სასაცილო” უწოდა, ხოლო პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტის დაკავება “სრულიად უკანონოდ” შეაფასა.
დაწერეთ კომენტარი