Wall Street Journal – აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ს მკვლელობის ბრძანება არ გაუცია, – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
WSJ-ის ცნობით, ეს პოზიცია -ის სადაზვერვო საზოგადოებაში ფართოდ არის მიღებული, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის სამმართველოს მიერ.
იმავდროულად, ამერიკული გამოცემა ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ოპოზიციონერი წლების განმავლობაში ს ხელისუფლების სამიზნე იყო.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ WSJ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სპეკულაციას წარმოადგენს.
„მე მასალას გავეცანი, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაღალი ხარისხის მასალაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს“, – განაცხადა პესკოვმა.
ნავალნის თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურების დასკვნებს სასაცილო უწოდა.