[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი – “ლივერპულმა” “ტოტენჰემი” გაჭირვებით დაამარცხა

პრემიერლიგის მეჩვიდმეტე ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე “ტოტენჰემი” 2:1 დაამარცხა. „წითლების“ კარს ალისონი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.
შეხვედრა “დეზების” უპირატესობით დაიწყო. ბურთს ტომას ფრანკის გუნდი ფლობდა და აქტიურად უტევდნენ, თუმცა 33-ე წუთზე “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა ხავი სიმონსმა ვირჯილ ვან დაიკის წინააღმდეგ იუხეშა, თავდაპირველად ნიდერლანდელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი ჯონ ბრუქსმა წითელი ბარათი უჩვენა. ამის შემდეგ თამაშის პირველი ტაიმი კვლავ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.
მეორე ტაიმში არნე სლოტის გუნდი გააქტიურდა და 56-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ისაკმა ანგარიში გახსნა, 10 წუთში კი უგო ეკიტიკემ თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. ეკიტიკემ ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა – მის ანგარიშზე ჩემპიონატის 16 მატჩში 8 გოლია. “ბაიერისგან” 116 მილიონ ფუნტად შეძენილმა ფლორიან ვირტცმა საგოლე გადაცემა გააკეთა – ეს მერსისაიდულ გუნდში, პრემიერლიგაში, გერმანელის პირველი საგოლე მოქმედებაა.
ასევე ცვლილებაზე შემოსულმა რიშარლისონმა “ლივერპულის” კარში ერთი ბურთი გაქვითა. დარჩენილ დროში ბურთს “ტოტენჰემი” ფლობდა, თუმცა “დეზებმა” ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს. 92-ე წუთზე არასპორტული ქმედების გამო ლონდონელთა ცენტრალური მცველი და კაპიტანი კრისტიან რომეროც გააძევეს და “ტოტენჰემმა” თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.
“ლივერპული” 29 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და 27 დეკემბერს “ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს. “ტოტენჰემი” 22 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 28 დეკემბერს “კრისტალ პალასს” ესტუმრება.
ტოტენჰემი – ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 ისაკი (56), 0:2 ეკიტიკე (66), 1:2 რიშარილსონი (63)
გაძევება: სიმონსი (33, ტოტენჰემი), რომერო (90+3, ტოტენჰემი)
კუბარსის მეწყვილე – “ბარსელონა” პაუ ტორესის ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს – “კრისტალ პალასს” მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
ომარ მარმუში დაოჯახდა – ფეხბურთელმა ცოლად უახლოესი მეგობრის ბიძაშვილი მოიყვანა
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია – მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
“ბარსადან” უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს – ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი – “ლივერპულმა” “ბრაიტონს” სძლია
“მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ” – გალასმა “არსენალი” გააკრიტიკა
სალაჰს სემენიო შეცვლის? “ლივერპული” “ბორნმუთის” შემტევთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
“ტოტენჰემმა” პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი – თუ კვარაცხელია “ტოტენჰემში” გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
რატომ გააქტიურდა “ტოტენჰემი” ხვიჩას ტრანსფერზე – მიზეზი ერთი ადამიანია…
Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა…
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? – წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
“რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?” – არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
იაროშს “ლივერპულის” პირველი მეკარის სტატუსის მოპოვების იმედი აქვს
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება – სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა