[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი საქართველოს ქალთა ფეხბურთში

საქართველოს ქალთა ფეხბურთის ჩემპიონატში “ნიკე-ლუსომ” “ლანჩხუთი” 2:1 დაამარცხა, შეხვედრის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
მატჩის დასრულებისთანავე მეტოქეთა შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა სილმარის სმიტ-პაუელს (“ლანჩხუთი”) და ნინო ბუხრიკიძეს (“ნიკე-ლუსო”).
მომხდართან დაკავშირებით “ლანჩხუთისა” და საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ანანო წიქარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.
“ვინც არ იცით, 16 წლის ფეხბურთელი ვარ, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთში“ ვთამაშობ. ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის სტადიონზე “ნიკე-ლუსოსთან” ვითამაშეთ.
მატჩის დასრულებისას ინციდენტი მოხდა ფეხბურთელებს შორის, რომელშიც მე პირადად არ ვმონაწილეობდი. ამ დროს ტრიბუნიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შემოვარდნენ “ლუსოს” გულშემატკივრები, რომლებიც ჩხუბში ჩაერთნენ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა უცებ შემომატრიალა და სახეში მუშტი დამარტყა.
ვის ევალებოდა ჩვენი დაცვა? ასე შეიძლება, რომ მაყურებელმა ფეხბურთელს, მით უმეტეს, არასრულწლოვანს, თან ქალს, ზიანი მიაყენოს? ეს არის ყოვლად გაუგონარი ფაქტი. მე უკვე ვეღარ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და ჩვენი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.
ამ ფაქტის ასე დატოვება არ შეიძლება. ძალიან გთხოვთ, ვისაც ეს ევალება, გაატაროს შესაბამისი ღონისძიება, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს”, – წერს წიქარიძე სოციალურ ქსელში.
ვიდეო: Geo Goal
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
რა რეაქცია ჰქონდა “გალათასარაის” პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?
“ლანჩხუთი” სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები “ლანჩხუთში” – ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
“ლანჩხუთს” შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა
“ლანჩხუთი” აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
საქართველოს ნაკრების მცველი “სივასპორში” ითამაშებს
ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩაიშალა – მოქმედი ჩემპიონი “ლანჩხუთის” კამერებმა გააბრაზა