[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე “ლევადიასთან” – “იბერია 1999” კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „ლევადიას“ დაუზავდა (2:2), ორრაუნდიან დაპირისპირებაში მარცხი (2:3) განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.
ესტონეთში 0:1 წაგების შემდეგ, თბილისური გუნდის მწვრთნელმა კორღალიძემ იმედი გამოთქვა, რომ რაც იქ გოლები ვერ გაიტანეს, აქ გაიტანდნენ. მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და პირველი მომენტი შექმნეს, როდესაც ძაგანიამ ბურთი ძელს გაარტყა. იბერიელები ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქეზე ზეწოლის განხორციელება უჭირდათ. მაღალი სიცხის გამო ტემპი მაღალი, თამაში კი სანახაობრივი არ იყო. მაინც მოახერხეს მაპინძლებმა დაწინაურება – მარცხენა ფლანგიდან გ. ტაბატაძის ჩაწოდებულ ბურთს გოშთელიანმა თავურით ვალნერის კარში მიუჩინა ადგილი.
თუმცა, შეცვლაზე შესულმა ტორესმა მეორე ტაიმის დასაწყისში შორიდან გაუტანა მაკარიძეს და ანგარიში გაათანაბრა. „იბერია 1999“-მა იერიშებით უპასუხა, ძაგანიას, გოშთელიანის და სიხარულიძის დარტყმული ბურთები ვალნერმა მოიგერია, ხოლო 87-ე წუთზე საჯარიმოდან გ. ტაბატაძის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარემ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, აგიაკვამ თავით წინ გაიყვანა თბილისელები და ძირითადი დრო 2:1 დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, კირსმა მაკარიძის კარი დალაშქრა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანა.
იბერია 1999 – ლევადია 2:2 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 1:0 გოშთელიანი (40), 1:1 ტორესი (48), 2:1 აგიაკვა (87), 2:2 კირსი (109)
იბერია 1999: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ამისულაშვილი 102), ჯგერენაია, აგიაკვა, ზოური (ქვარცხავა 73), დადიანი (კლასი 62), გოშთელიანი (სიხარულიძე 73), ქარდავა (ვრბანეცი 90+6), ი. ტაბატაძე, სილაგაძე, ძაგანია (რუშევიჩი 62)
· ირაკლი-ს რა ჩვენი ფულით? ამას გვაკადრებს ფედერაცია? ))) საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ, კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, ცქიტიშვილი, დემეტრაძე და სხვები. შვილებს აკლებენ და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ბოლო თეთრს დებენ. აი, შედეგიც: უკვე აღარ ვაგებთ, მოსიარულე მუმიები უკვე ფრედ ეთამაშნენ მკვდარ ლევადიელებს. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა მიღწევაა. ხომ იმსახურებს ფედერაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედალს? იმსახურებს. ბიჭებიც ღირსები არიან ორსართულიანი ავტობუსით რუსთაველზე ჩამოხრიგინებისა. ))
· ასეა სამარცხვინო ჯოგი თაღლით მექრთამე კორღალიძეს ხემძღვანელობით
· მირო ასეთ გუნდს არაფერი ესაქმება კონფერენს ლიგაზეც კი.რა დონის სუსტი გუნდი უნდა იყო ს გუნდს რომ ვერ მოუგო საკუთარ მოედანზე???და ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონია,ვაი სირცხვილო.
· ტიტე ესე იგი ვეღარც ვბრაზდები, მეცინება იმდენად უნიათოები არიან, თან ამ დაბნეულ სახეებს რომ ვუყურებდი დამატებით ტაიმში, რომ არ იცოდნენ სად წასულიყვნენ. მოკლედ ეხლა სერიოზულად თევზი თავიდან ყროლდება ყოველთვის, როცა ხელმძღვანელობა ვერაა დონეზე შედეგი ყოველთვის ესეთი იქნება, ჩამოგყავს ლეგიონერები რომლებიც სათადარიგო სკამზე გიზის, გამოგყავს და ვერაფერს ახერხებენ, რისთვის ჩამოიყვანე?დიდი კითხვის ნიშანია, აი სახელმწიფომ კი ერთი გემრიელი მონიტორინგი უნდა ჩაუტაროს თავიდან მხოლოდ უმაღლესი ლიგის ათ გუნდს და სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის (თავდაცვის სამინისტროში თუ მოხერხდა ამის დადგენა, ქართულ კლუბებში მარტივად დადგინდება უფრო, აქ გაცილებით დიდი კორუბციაა) რამოდენიმე კლუბის მმართველობას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით 7-დან 11 წლამდე მუხლს რომ მიუყენებენ, მერწმუნეთ ამით არც ეს კლუბები დაზარალდება და შორეულ მომავალში კი არა უკვე მომავალ წელს სამი გუნდიდან რომელიც ევროთასებზე ითამაშებს (ოთხი აღარ გვეყოლება ალბათ) ორი მაინც მოხვდება ჯგუფურ ეტაპზე, სახრავის ნაცვლად სახრე რომ მოხვდებათ, საკუთარ ფულსაც დახარჯავენ და სახელმწიფოს ფულსაც მოუფრთხილდებიან, ჰო და იმაზეც იზრუნებენ ფეხბურთელებმა ტატუს სალონებზე მეტი დრო საფეხბურთო მოედანზე გაატარონ, თორემ ზოგ იბერიას ფეხბურთელს იმდენი ტატუ აქვს ტანზე იმდენი გოლი და პასი არ გაუკეთებია მემგონი ერთ თამი კი არა კარიერაში. ასეა ვირის აბანოს შიში თავზე მაღლა აახტუნებს ჯერ ხელმძღვანელობას და მერე ფეხბურთელსაც, იმიტომ რომ სხვანაირად მოსთხოვენ თვითონაც. ასე რომ სახრე ბატონებო, სახრე.
· Giorgi ეჰჰჰ… ბატონო კახი გვეშველება რამეეეეეეე? ლევადიას რო ვერ გაცდები საქართველოს ჩემპიონი სხვა რაღა უნდა ილაპარაკო? ბუცები ლურსმანზე და ყველა ყანაშიიი
· ვაჟა მასწავლებელი უკვე თვლა აღარ აქვს იმდენი ბურთი აქვს გაშვებული მაკარიძეს მარცხენა დაბალ კუთხეში. მემარჯვენეა ალბათ ბავშვობიდან!
· , ქართული საკლუბო მთხლებურთი იქით იყოს და ამ პირველ არხსაც ჩვენ ვაფინანსებთ, ვერცერთი საკამათო ეპიზოდი გვაჩვენეს თვალნათლივ რო დაგვენახა ყველაფერი. წარმოიდგინეთ, ყველაფერს ძალით გვაფინანსებინებენ და თან ხარისხზე არავინაა პასუხისმგებელი.
· daaT ტალინშივე უნდა გაენაღდებინათ შესამე ეტაპზე გასვლა და ფლეიოფიც. რა თქმა უნდა სამოყვარულო ლიგას სამოყვარულო ჩემპიონი ეყოლება და დიდი ხანია არც მაქვს იმის პრეტენზია რომელიმე ქართული გუნდი რომ გაგვახარებს, მაგრამ რაც იბერიამ გააკეთა ეს არის ძალით გამოვარდნა, ლევადიას არ გამოუგდია, იბერია თვითონ გაიჩალიჩა. 2019 წელსაც გვიჯიგრა უეფამ, საბურთალოს მარტივი გზა ჰქონდა ჯგუფში შესასვლელად დამაშინაც გაიჩალიჩა გუნდის კაპიტან იური ტაბატაძეს ამ ევროსეზონზე ჰქონდა საუკეტესო ტამაში დღეს ისიც იმიტომ რომ კარში ზუსტად და სუსტად უგორებდა მეკარეს ბურთს. გუდს როგორი მფლობელიც ჰყავს, როგორი მწვრთნელიც ჰყავს და როგორი კაპიტანიც ჰყავის ისეთია შედეგიც. სანაგვე ურნაში რომ იქექებიან მათხოვრები, საბურთალოს არა მოიღებენ
· 912 სირცხვილია თქვენ რომ საქართველოს ჩემპიონები გქვიათ…არც თქვენ არ დინამოს ნატამალი სინდისი არ გაქვთ აკეთეთ ფული და იყავით ტოტალიზატორის მონები ისეთი სახელობის ლიგა გაქვთ მოგებული უხერხულიცაა კაი კუში რომ არ დასვათ
· იხვი აფინანსებს აბა, ამ საცოდაობაში ვინ ჭკუათმყოფელი ჩადებს თავის ფულს?
· გიორგი 3 ღმერთო ჩემო, რა დონეზე დაეშვა და რა დღეშია ქართული ფეხბურთი! ე.წ. ჩემპიონი ვარდება ესტონეთის გუნდთან. კვარას წარმატებებს თავის თავზე იწერენ. არადა თავის დროზე მისი ტალანტიც ვერ განჭვრიტეს და გაუშვეს ქვეყნიდან.
· ვახო დასცინეთ ახლა კიდევ ქალთა ფეხბურთს!
· Ehhh ჩემო კარგებო არნაირი შანსი არგვაქვს რა ჩემპიონიც გვყავს და გვეყოლება ის ჩემპიონატი გვაქვს და უკეთეს ან ზეგ ელოდებით?მე სამწუხაროდ უარეს შედეგე ველოდები იმედია ვცდები მაგრამ ესარის დღევანდელი ქართული რეალობა სამწუხაროდ.,.!!!!!!
· გ პატარა ჩეიჯვეს სიმონ
· თავადი ყველაფერს გეფიცებით, მაღაზიაში ვადაგასული,გაფუჭებული პროდუქტი რომ ვიყიდო და ვჭამო, იმუნიტეტი მეყოფა რომ მოვერიო და გადავამუშავო,აი იბერიას თამაშის შემდეგ ისეთი ბაქტერიები გამოიყოფა,რომ გულის რევა მეწყება და ჩემი ორგანიზმი ვერ ერევა ამ სიბინძურეს. ტექნიკა ხომ აკლიათ და აკლიათ,შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ფიზიკურ მომზადებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამათ საერთოდ რა უნდათ ევროტურნირებზე? თამაში არ იციან მეთქი რომ ვამბობ,რატომ ლაპარაკობ ასეო?ესტონეთს,ლევადიას რომ ვერ მოუგებ…. ფუუუ შეგირცხვათ ნამუსი.
· ირაკლი თუ იცით ვინმემ სახელმწიფო ისევ აფინანსებს ფეხბურთს ჩვენი ფულით?
· ალფა მენეჯმენტის აზრზე არცერთი ქართული გუნდის მფლობელია. ბორდის მმართველებად ნიშნავენ ან უვიცებს ან ვიგინდარებს, რომლებიც იქით მფლობელებს აგოიმებენ და აწერენ ფულს. აგერ ამ იბერიას ხლეჩიკას შეხედეთ, საქართველოს ჩემპიონი ხდება და ევროტურნირებზე გაძლიერების მაგივრად წამყვან მოთამაშეებს უშვებენ და თავს ისუსტებენ. დაფინანსება მაინც შეწყდეს, თავში ქვა უხლიათ.
· Gio საზიზღარი გუნდი ყოფილა ეს…გადააქვთ სახელი.ამ სახელის დაძახებაც არ მინდა. ლევადია კარნახობდა მთელ თამა. მეკარე სპეციალურად გამოვიდა კარებიდან დამატებითში რომ გადასულიყო თამაში და იქ კი იხმარეს ეს საცოდავები.
· სოფლის გუნდი ჩემ სოფელში ბორჯომში ტარდება სოფლის ჩემპოინათი იქაც ბოლოზე გავიდოდნენ ესენი სირცხვილია გათრიათ ლევადიამ
· ცოტა-გიგო. უბრალოდ მოკლედ და კონკრეტულად. კორღალიძის ან მოშორება უნდათ ანაც ძალიან სუსტია. გუნდი მკვდარია მკვდარი ფაფხურო ს.ვაი სირცხვილო!
· giorgi ver gaxdeba chempioni veraaa, galidierda imitoro danarchenebi tkemalze ikvnen da exla danarchenebi ufro pormashi arian, dila gaxdeba wesit wels
· ლევადიას მეკარე ლევადიას მეკარემ ხო დაგცინათ მთელ გუნდს მეტის ღირსები ხართ და ეს არის საქართველოს ჩემპიონი ამაზე დაბალი დონე არვიცი რა უბდა ითამაშო
· status quo ასეთი უსუსური და საცოდავი გუნდი არ უნდა მონაწილეობდეს ევროთასებზე. ლევადიას რომ ვერ მოუგებ…
· ვაი თქვენს პატრონს..)) გთხოვთ გაგებით მოვეკიდოთ, ასეთ სიცხეში ბევრი რომ ერბინათ შეიძლება ოფლი მოსვლოდათ და ეს სახუმარო სულაც არაა. 😅
· ტრამპი ლევან კორღალიძე არის ყოვლად სამარცხვინო მწვრთნელი მთელი თავისი შემოქმედებით გაყიდული სულით და ხორცით, 2 კაპიკის გამო რომელსაც ჯიბეში უდებენ ათამაშებს უნიათო ფეხბურთელებს გუნდში აყავს ფეხბურთელები რომელოც ვიგოდნიკობაზეა გათვლილი!!! გაუშვით მზა მზარეულზე რო მოიყვანეთ თავის დროზე!!!
· giorgi c agaar minda dawera arafris magram es dila da torpedo nagdad mougebdnen am levadias, sashineli gundi gaxda iberiia, rac sila wavida imis mere, goshtelians sad atamashebda prostaa poziciurad, da vapse ddziritadshi rogor moxvda , nu dzalian dabali doniss gundiaa
· მდააა… ამათი ყურება არის სასჯელი, ეს გუნდი არის ჩვენი ჩემპიონი?! მერე უკვირთ ეროვნულ ჩემპიონატზე ნათესავების მეტი რატომ არავინ დადისო.
· qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos უკეთესი გუნდი გავიდა. სოფლის გუნდი გავარდა . ამათ მიყვებიან კიდე დილა და ტორპედო კობიაშვილოვ მადლობა ფეხბურთის აყვავებისთვის. გააყქმეთ ფეხვურთი საქართველოში რო კანონით იგრძალებოდეს ამის თამაში
· giorgi ara chempiioni ro ver gaxdebaa wels es asiani maggram gunds regresi daetskko zustad evroturnirebamdde supertasze. korgaliidze dzalian sustiaa kazaxetidan maggitomac gamoabundzuules ro bolo adgili gaxvrita ikac
· zura ეს ხო გუნდი არ არის საერთოდ რას თამაშობენ ან რა უნდათ საერთოდ რატო ოფლიამდებიან ტყუილად
· ჰაკიმი ლევან კორღალოღლუ არის იბერიის მთავარი მწვრთნელი!
· ცოტნრ სირცხვილი… რა გინდათ ბიჭო რააა… ჩვენ ნერვებზე თამაშობთ… ??? უთამოვმოყვარეები ხართ.. მაკარიძეს კიდევ დრო გაყავდა.. ვისთან გაგყავს დრო ვისთაან? 8 ნომერს დააკვირდით? ( 99% უკან გააკეთა პასი იმის მაგივრად რომ გაამწვავო აგებ… და უკან პასი ) რა გინდათ სად დაიბადეთ ესეთი უჟილკოები. მალმიოს კაპიტანი ხო დაგცინოდათ ეხლა ლევადიას მეკარე დაგცინოდათ იმის .. თავიც არ გაქვთ პასუხი გაცეთ. თფუი
· Gela უბრალოდ ჩვენებს მნიშვნელოვან თამაშებზე ფეხები უკანაკალებთ და ვერ უძლებენ ზეწოლას.
· ალფა შეწყვიტეთ ამათი დაფინანსება თქვე ნაძირლებო! რა დავაშავეთ, თვითონ მიხედონ თავიანთ თავებს. რაც ეს ფონდი შემოიღეს და ჩვენ გვძარცვავენ იმის მერე საერთოდ ფსკერზე ჩაიყვანეს ქართული ფეხბურთი და პასუხის მომკითხავი არავინაა. ისწავლონ მენეჯმენტი და ჩვენს ჯიბეებს მაინც შეეშვას ფედერაცია.
· Giorgi ორივე თამაში მეკარემ წააგო, მაგრამ მაინც ძალიან დაბალი დონის გუნდია იბერია.
· Giorgi არადა ეს გუნდი ლიდერობს ეროვნულ ლიგას 🙁
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში – კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
[VIDEO] “იბერია 1999”-მა ესტონეთში “ლევადიასთან” მოსაგები თამაში წააგო
“მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა” – “ლევადიას” მწვრთნელი “იბერიასთან” თამაშის შემდეგ
ერთმანეთზე ლამაზი გოლები – არაბიძემ “ლევადიას” დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში – კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
“კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!” – “ლევადიას” რიგებში “იბერიასთან” მატჩამდე საიმედო განწყობაა
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა