[VIDEO] “ძმაო, მე ქართველი ვარ!” – დვალიშვილმა სეხუდოს რუსულ მიმართვას პასუხი გასცა

18 აპრილს ამერიკულ პროფესიულ ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის დებიუტი უნდა შემდგარიყო, მაგრამ ჰენრი სეხუდოსთან დაგეგმილი შეხვედრა, მოწინააღმდეგის ტრავმის გამო გაუქმდა.
39 წლის ამერიკელმა აღნიშნა, რომ ტრავმა ორთაბრძოლის საშუალებას არ აძლევს, ახლა სახლში უნდა დაბრუნდეს და გამოჯანმრთელების პროცედურა დაიწყოს.
ბრძოლამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი სეხუდოსა და დვალიშვილს შორის საინტერესო საუბარი გაიმართა. ამერიკელმა ჩვენებურს რუსულად მიმართა და უთხრა, რომ მაგრად სცემდა, რაზეც დვალიშვილმა უპასუხა, რომ ის ქართველი იყო და ამან დარბაზში მხიარულება გამოიწვია.