[VIDEO] რომ არა ნკუნკუ… – “მილანი” ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა

რა თქმა უნდა, ფლორენციაში ფავორიტი იყო სერია A-ს ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ “არტემიო ფრანკიზე”, ისტორიულად, ყოველთვის დიდი ბრძოლები იმართებოდა, როგორ სატურნირო მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყვნენ გუნდები უშუალოდ მატჩის წინ.
“მილანმა” თავიდანვე შეუტია და მე-15 წუთზე კრისტიან პულიშიჩს ანგარიში რომ გაეხსნა, თამაში სხვა სცენარით წარიმართებოდა, მაგრამ “ფიორენტინა” დავიდ დე ხეას გმირულმა “სეივმა” გადაარჩინა.
პირველ ტაიმში “იებს” უჭირდათ შეტევების ორგანიზება, მეორე ნახევრის დასაწყისიდან კი უფრო ხშირად ანერვიულებდნენ “მილანის” დაცვას და მეკარე მაიკ მენიანს. 66-ე წუთზე მასპინძლები პიეტრო კომუცოს თავურით დაწინაურდნენ და თამაშის ბოლომდე იგებდნენ, თუმცა…
მასიმილიანო ალეგრიმ შეცვლა გამოიცნო და 90-ე წუთზე კრისტოფერ ნკუნკუმ ცივსისხლიანად დააგვირგვინა მარტივი კომბინაცია – 1:1. საინტერესოა, რომ “ფიორენტინას” მაინც შეეძლო მოგება და ასეც იქნებოდა, “მილანის” მცველისგან ასხლეტილი ბურთი ხარიხას რომ არ მოხვედროდა.
[VIDEO] მთავარი განსხვავება ვალვერდემ შექმნა – “ელ კლასიკო” ესპანეთის სუპერთასის ფინალში!
[VIDEO] რაფინიამ “ბარსელონა” გააბრწყინა – იქნება ფინალში “ელ კლასიკო”?
[VIDEO] ზურაბ მუსელიანმა “პარალიმნის” სათასო მატჩი მოაგებინა!
ოფიციალურად: ნკუნკუ “ჩელსის” ფეხბურთელია
ჯეკო “ფიორენტინაში” გადაბარგდება
მცირე სათამაშო დროს გამო, ნკუნკუ “ჩელსის” დატოვებას გეგმავს
“მილანმა” “ვესტ ჰემიდან” გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა
ნკუნკუ ბუნდესლიგის ბომბარდირია – ეს ყოველივე ანტი-რეკორდის ფონზე მოხდა
“ჩელსის” გუნდის ახალწვეული ხანგრძლივი დროით გამოაკლდა
124 დღის შემდეგ – “ნაპოლის” რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
ნკუნკუს შემდეგ აკანჯიც? – “მილანი” ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
“მილანმა” ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა – თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
“მილანი” ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
“მანჩესტერ იუნაიტედმა” და “ჩელსიმ” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
“კორინთიანსმა” “მილანს” ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა