[VIDEO] როგორ დაარბიეს “მგლები” “ალიანც არენაზე”…

…მე-13 წუთზე “ვოლფსბურგმა” “ალიანც არენაზე” ანგარიში გაათანაბრა და ოპტიმისტებს, შეიძლება, იმედი გაუჩნდათ, რომ “მგლები” ლიდერს სიცოცხლეს გაუმწარებდნენ და თამაშს აზრს მისცემდნენ…
კაცმა რომ თქვას, 30-ე წუთამდე, სანამ ლუის დიასი წინ გაიყვანდა “ბაიერნს”, “ვოლფსბურგი”, ასე თუ ისე, მედგრად იდგა, მაგრამ… დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, დაიწყო წიოკი და რბევაც…
გეგონებოდა, “ბაიერნს” თვითონ გაუჭირდებოდა, სტუმრები ორი ავტოგოლით რომ არ “მიხმარებოდნენ”. მოკლედ, სალაპარაკო ბევრი არაფერია – 8:1 ვინსენტ კომპანის გუნდის საარგებლოდ.
“რეკორდმაისტერის” სახელით გოლები გაიტანეს ოლისემ (2), დიასმა, გერეირომ, კეინმა და გორეტცკამ. ორი გოლიც, როგორც აღვნიშნეთ, სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
ფაქტია, “ბაიერნი” ბუნდესლიგელ მეტოქეებზე ორი-სამი თავით მაღლა დგას და ეს ანადგურებს ინტრიგას. თუმცა ეს “ბაიერნის” ბრალი არ არის…
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ… – “მილანი” ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ბუდუმ ტრავმა მიიღო – “ჰაიდენჰაიმმა” ისევ გაიმარჯვა
ერიკსენი კარიერას “ვოლფსბურგში” გააგრძელებს
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო – “ჰამბურგი” სახლში “ვოლფსბურგთან” დამარცხდა
რატომ არ შედგა “ბაიერნში” ოსიმენის ტრანსფერი?
“ბაიერნმა” მეკარე იჯარით “საუთჰემპტონში” გაუშვა
ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმმა” ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
“ტოტენჰემმა” 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა
“ბაიერნი” “რეალს” და “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
როსენიორის პირველი მოთხოვნა – “ჩელსის” “ბაიერნის” მცველის დამატება სურს
ბუდუ ვერ დაეხმარა – “ჰაიდენჰაიმი” “ბაიერნთან” განადგურდა
“გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ… კევინ, მოკეტე!” – “ვოლფსბურგის” ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ – “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს