[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “მალიორკა” დაამარცხა

ლა ლიგის მეცამეტე ტურში „ვილიარეალმა“ სახლში „მალიორკას“ 2:1 სძლია.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებს ბოლო ორ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და კარგი მომენტი ვერ გამოიყენა – ახლო მანძილიდან მისი დარტყმული ბურთი მეკარე ლუკას ბერგსტრიომმა მოიგერია. შემდეგ კი ტანი ოლუვასეიმ გამარჯვების გოლი ორიგინალურად გაიტანა.
მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, flashscore 6.4, whoscored 6.2.
„ვილიარეალმა“ პრიმერაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 29 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, გასვლაზე ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ ჩაატარებს.
ვილიარეალი – მალიორკა 2:1
გოლები: 1:0 მორენო (6), 1:1 სამუ კოსტა (8), 2:1 ოლუვასეი (83)
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, “მალიორკასთან” ითამაშებს
მიქაუტაძის გარეშე – “ვილიარეალმა” მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
“რეალმა” გაიმარჯვა და ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი – “ვილიარეალი” “პაფოსთან” დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება “ესპანიოლთან” ვერ ითამაშოს
“თქვა, რომ ვინისიუსს 10 წამში ნოკაუტში ჩააგდებდა, ბრაზილიელმა კი სიტყვის შესრულება გასახდელში მოსთხოვა” – “რეალის” ვარსკვლავი მორიგ სკანდალში გაეხვია [VIDEO]
[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი – “ვილიარეალმა” “რაიო ვალეკანო” 4:0 დაამარცხა
მიქაუტაძის “ლიონს” ახალი მეკარე ჰყავს
დღეს – პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და “მამარდას” დიდი მატჩი
“მალიორკამ” მამარდაშვილის “ვალენსიას” თამაში შემოუტრიალა [VIDEO]
მამარდაშვილის მეექვსე მშრალი მატჩი და “რეალთან” შეხვედრის წინ “ვალენსიას” გამარჯვება [VIDEO]
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა