სერია A-ს 32-ე ტურში “მილანი” შინ “უდინეზესთან” 0:3 დამარცხდა.
ცხადია, ამ მარცხმა “როსონერის” გულშემატკივრებში გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით სუსტი მატჩი ჰქონდა “მილანის” შემტევს, რაფაელ ლეაოს, რის გამოც, მასიმილიანო ალეგრიმ პორტუგალიელი შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში რუბენ ლოფტუს-ჩიკი ჩართო.
ლეაომ მოედანი “მილანის” გულშემატკივრების სტვენისა და ობსტრუქციის ფონზე დატოვა.
შეგახსენებთ, “მილანი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 63 ქულით მესამე ადგილს იკავებს.