კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ორდაბასის“ დაუზავდა – 1:1.
მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 20-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო და მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს. შეუტიეს და გოლი საკუთარ კარში მიიღეს – ბიძინაშვილმა სწრაფი კონტრიერიშისას შორიდან თქვენი მოწონებული გაუტანა ჩელიადნიკს. „ორდაბასი“ უპირატესობას ფლობდა და კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ორი მეტრიდან ასტანოვის დარტყმული ბურთი გოშაძემ მოიგერია და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მსაჯმა კვირკველიას მეორე ყვითელი ბარათი უსამართლოდ უჩვენა და კაცნაკლული დავრჩით. ძნელი სათქმელია, ბულგარელი არბიტრი პოპოვი ამ ეპიზოდში მიკერძოებული იყო თუ არასწორი გადაწყვეტილება თავისი დაბალი კვალიფიკაციის გამო მიიღო. რა გასაკვირია, რომ აქედან მოყოლებული თამაშის სურათი შეიცვალა, ყაზახურმა გუნდმა ზეწოლა გააძლიერა, თუმცა „ტორპედომ“ თავი უნარიანად დაიცვა, მოწოდების სიმაღლეზე იყო გოშაძე, კომპენსირებულ დროში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ორრაუნიდიანი დაპირისპირება კი შუსტერის შეგირდების 5:4 გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ეტაპზე „ტორპედო“ კვიპროსის “ომონიას” შეხვდება – 24 ივლისს ნიქოზიაში, 31 ივლისს კი ქუთაისში.
ორდაბასი – ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (13), 1:1 ჟუმაბეკი (90+6)
გაძევება: კვირკველია (49, ტორპედო)
ტორპედო: გოშაძე, ვარლეი, კვირკველია, სიმიჩი, ნადარაია, ბიძინაშვილი (ჟორჟინიო 83), ითრაქი, მამუჩაშვილი, პირესი (შერიფი 90+3), ღუდუშაური (მანე 54), იონსენი (ანდრიჩი 90+2)
· ვალერი ლომსაძე კვირკველიამ ჯობია დროზე დაანებოს თავი. ის იმ დაკარგული თაობის წარმომადგენელია, რომელიც ფეხბურთელად დანგრეულ 90-ბში ჩამოყალიბდა. ტორპედოს ყავს ძალიან დაბალი დონის ლეგიონერები, რომლებსაც მხოლოდ ავტობუსის ჩაყენება შეუძლიათ, ვარლეის(მასაც ბრაზილიელი ქვია) ნორმალურად ბურთის ტარება და პასის მიცემა არ შეუძლია. მაგრამ ფიზიკურად ისინი მაინც ჯობია ჩვენ ჩემპიონატში მოთამაშე ქართულებისგან. იმედია ასე გაჭირვებით შემდეგ ეტაპებსაც გადალახავენ ქართული კლუბები, თორემ ისტორიულად მათ არც კვიპროსის და არც ბალტიისპირეთის კლუბების(განსაკუთრებით ესტონეთის) დამარცხება უნდა უჭირდეთ
· Niko Araperi mikerdzoebuli msajoba ar iko ubralod chven pexbirtelebs intelekti akliat. Valdebuls gavxdidi tsignis kitxvas sapexburto skolebshi tu akademiebshi Rác kviat. Drois gakvanac ar ician rogor dá ranairad dro Ki ar gakavt msajs ert imdens amatébineben sanam góls ar gaushveben.
· მერაბი ჩხოროწყუ გილოცავთ მეგობრებო ყველას, მადლობა ქუთაისის ტორპედოს ჯიგრები ხართ, ამიხსენით ვინმემ კვირკველიამ იცოდა ქონდა ყვითელი,და რატომ მიიღო მეორე ასეთი კლასის ფეხბურთელმა უნდა აიცილოს ეს,
· ვაჟა გილოცავთ ქუთაისელებო, პატივისცემით თბილისიდან, წარმატებები მომავალში.
· ალფა კვირკველიას დღესვე გაუწყვიტონ კონტრაქტი, ეგ ფეხბურთელი აღარაა, მაგის გარეშე პარადოქსულად უკეთ იდგა ტორპედო. მაგას კიდე გველესიანი ჯობია, თავისუფალია და აიყვანონ.
“დილამ” “რასინგს” ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე “რიგას” შეხვდება
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ცხადაძის “ორდაბასისთან” დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
ცხადაძეს “ორდაბასიში”, სავარაუდოდ, გაზაევი შეცვლის
[VIDEO] 4:3 – “ტორპედომ” “ორდაბასის” მაგარი თამაში შემოუტრიალა!
ცხადაძეს “ორდაბასიში”, სავარაუდოდ, თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
