ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 110:99 დაამარცხა და ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.
მასპინძელთა რიგებში ჯეიკობ პოელტლი დაბრუნდა, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. შესაბამისად, სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბრენდან ინგრამი გახდა, კანადელთა ერთ-ერთმა ლიდერმა 37 წუთში 37 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
“კლივლენდიდან” დონოვან მიჩელმა 34 წუთში საკუთარ გუნდს 17 ქულა, 1 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, “ტორონტო” 13 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, “რაპტორსი” 27 ნოემბერს “ინდიანა პეისერსს” დაუპირისპირდება.
“ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი გული და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, დღეს არ წაუგია” – ალექსანდრე თოფურიას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
ზედიზედ მესამედ – “ბოსტონ სელტიქსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] სანდროს 11 ქულა – “ტორონტოს” წაუგებელი სერია “კლივლენდ კავალიერსთან” შეწყდა
[VIDEO] მამუკელაშვილმა “შარლოტთან” 15 წუთი ითამაშა – “ტორონტო რაპტორსმა” ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
[VIDEO] “ტორონტოს” ზედიზედ მეხუთე მოგება – მამუკელაშვილმა “ფილადელფიასთან” 15 წუთი ითამაშა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა – “ტორონტო რაპტორსმა” “კლივლენდ კავალიერსი” დაამარცხა
გოგას სათამაშო დრო იზრდება – “ორლანდომ” “კლივლენდი” დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] სანდროს საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში – “ტორონტომ” ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო
ბითაძის 6 წუთი – “ორლანდომ” “კლივლენდის” 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში – “მაიამი ჰიტმა” ოვერტაიმში გაიმარჯვა
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება – “ტორონტო რაპტორსმა” “ინდიანა პეისერსი” დაამარცხა




