[VIDEO] მამარდაშვილის ეფექტური მოგერიებები – “ლივერპული” “ბრენტფორდთან” დამარცხდა

პრემიერლიგის მეცხრე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „ბრენტფორდთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტშივე უატარამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დალაშქრა. საპასუხო შეტევისას ვირტცმა ბურთი ძელს გაარტყა. „ბრენტფორდმა“ თანდათან ინივიატივა დაიბრუნა, დამსგორს გიორგიმ არ გაატანინინა. შემდეგ შადე პირისპირ გავიდა ქართველთან და მეორე გოლი გაუტანა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი კერკეზმა ანგარიში შეამცირა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ჰუპერმა ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ის რობინსონმა შეცვალა. „ბრენტფორდმა“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. შემდეგ ვან დეიკმა უატარა წააქცია და ტიაგომ პენალტი გაიტანა. „ლივერპული“ იერიშებზე გადავიდა, სალაჰმა სხვაობა შეამცირა და საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
„ლივერპულმა” ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, ჯერჯერობით 15 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის მერვედფინალში „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.
ბრენტფორდი – ლივერპული 3:2
გოლები: 1:0 უატარა (5), 2:0 შადე (45), 2:1 კერკეზი (45+5), 3:1 ტიაგო (60, პენ), 3:2 სალაჰი (89)
· საშინელი დაცვა ლივერი ვალენსიას ემსგავსება. მამარდა თამაშობს გუნდი აგებს.
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ბრენტფორდთან” მატჩში?
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ბრენტფორდთან” მატჩში?