ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი იური ლომაძე (72 კგ) ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ნახევარფინალში თურქი არსლანი 3:2 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის საფრანგეთის სახელით გამომსვლელ იბრაჰიმ მაჰომედ ჰასანს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ გელა ბოლქვაძე (82 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67კგ).
ჩვენი ფალავნები ფინალურ ბლოკში ხვალ იასპარეზებენ.