[VIDEO] ლომაძე ვერცხლს დასჯერდა – ჩხიკვაძემ და ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ტირანაში ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძე (72 კგ) ფინალში ფრანგ იბრაჰიმ მაჰმოუდ ჰასან განესთან 0:4 დამარცხდა.
ლომაძემ ფინალამდე ნეიტრალური გუნდის წევრ კამილ ახმატვალეევს, პაველ პუკლავეჩს (ხორვატია) და ჯენგიზ არსლანს (თურქეთი) მოუგო.
დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში შვედ ნიკლას ოელენს 3:1 სძლია.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა გელა ბოლქვაძე (82 კგ), რომელმაც მოლდოველ მიჰაილ ბრადუს მოუგო.