[VIDEO] “კვარას” საგოლე პასი – პსჟ-მ გაიმარჯვა და ლიდერია

ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ჰავრი“ 3:0 დაამარცხა.
„პარი სენ ჟერმენის“ გარემარბი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მისი პასით ბრედლი ბარკოლამ გაიტანა. ქართველს თავადაც ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე მორი დიავმა მოიგერია.
კვარაცხელიას ანგარიშზე საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატზე 11 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
პსჟ 30 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს, სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ გამართავს.
პსჟ – ჰავრი 3:0
გოლები: 1:0 ლი (29), 2:0 ნევეში (65), 3:0 ბარკოლა (87)
· !! აი პსჟ-ს კლოუნი
· C მემგონი მთელ პლანეტაზე საუკეთესო ფეხბურთელია! მიდი კვარა , ყოჩაღ