ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემი“ 5:3 დაამარცხა.
მასპინძლებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერიეს, თანდათან უპირატესობას დაეუფლენ და მომენტები შექმნეს: ფაბიან რუისმა და კვარაცხელიამ ვერ უწიეს მიზანს, შანსი ზაირ-ემერიმაც ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა რიშარილსონმა და სტუმრები დააწინაურა. თუმცა, ვიტინიამ შორიდან ლამაზი გოლით უპასუხა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში პსჟ-დან განათხოვრებულმა კოლო მუანიმ შევალიეს გაუტანა და ლონდონელები ისევ წინ გავიდნენ. ისევ მალევე აღადგინეს თანაფარდობა პარიზელებმა და თავი ისევ ვიტინიამ გამოიჩინა, ამჯერად ხვიჩას პასით. შემდეგ ვიკარიოს კარი ფაბიან რუისმა და პაჩომ დალაშქრეს, მაგრამ კოლო მუანიმ დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში „კვარა“ მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, ვიტინიას დარტყმული ბურთი ხელზე რომეროს მოხვდა, პენალტი თავად პორტუგალიელმა გამოიყენა და ჰეთ-თრიკიც მიითვალა. 79-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია და ნჯანტუ დემბელეთი და რამუშით შეცვალა, ანგარიში კი არ შეიცვალა და “პარი სენ ჟერმენმა” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ 12 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ტურნირზე 11 დეკემბერს, ბილბაოში „ატლეტიკთან“ ჩაატარებს.
პსჟ – ტოტენჰემი 5:3
გოლები: 0:1 რიშარილსონი (35), 1:1 ვიტინია (1:1), 1:2 კოლო მუანი (50), 2:2 ვიტინია (53), 3:2 ფაბიანი (59), 4:2 პაჩო (65), 4:3 კოლო მუანი (72), 5:3 ვიტინია (76, პენ)
გაძევება: ერნანდესი (90+3, პსჟ)
[VIDEO] ეზეს ჰეთ-თრიქი – “არსენალმა” ჩრდილოლონდონურ დერბიში “ტოტენჰემი” გაანადგურა
“ბოდიშს ვიხდი, ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ შევაფასე” – კარაგერმა ებერეჩი ეზეზე ისაუბრა
[VIDEO] “კვარას” საგოლე პასი – პსჟ-მ გაიმარჯვა და ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ჰავრთან” მატჩში?
მიქაუტაძე “ვილიარეალს” ამ ზამთარსვე დატოვებს და პრემიერ ლიგას მიაშურებს? – Fichajes მოულოდნელ შესაძლო ტრანსფერზე
“კვარა” “ტოტენჰემს” თავიდანვე შეუტევს – ორი საკითხი გადასაწყვეტია
Foot-sur7.fr: პსჟ ზაბარნის გაშვებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს



