[VIDEO] “კვარას” საგოლე პასები – პსჟ-მ “ატლეტიკო” გაანადგურა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ-მ „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა.
მეორე ტაიმის დასაწყისში პსჟ ისევ დომინირებდა, ქართველის დარტყმული ბურთი ობლაკმა მოიგერია, რის შემდეგაც ხარიხას მოხვდა. აქედან მოყოლებული „როხიბლანკო“ ერთი პერიოდი შედარებით გააქტიურდა, ალვარესმა გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა, კოკეს მხრიდან დუეზე უხეშობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ხვიჩა 72-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში არბიტრმა „ატლეტიკოს“ მცველს, ლანგლეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მადრიდელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ობლაკი შეცვლაზე შესულმა მეილიუმ და ლიმ (პენალტით) დაამწუხრეს და პარიზელებმა ტურნირის სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
20 ივნისს, მეორე ტურში პსჟ „ბოტაფოგოს“, ხოლო „ატლეტიკო“ „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება.
პსჟ – ატლეტიკო 4:0
გოლები: 1:0 ფაბიანი (19), 2:0 ვიტინია (45+1), 3:0 მეილიუ (87), 4:0 ლი (90+7, პენ)
გაძევება: ლანგლე (78, ატლეტიკო)
· yru მეორე გოლზე პასი საერთოდ არ ჩანს

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში