კატარში, UFC Fight Night 265-ზე ბრძოლის შემდეგ არმან ცარუკიანი ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიას შეხვდა. მოგეხსენებათ, სომეხი ჩვენებურს დიდი ხანია იწვევს და ხმაურიან კომენტარებსაც აკეთებს.
თოფურიამ მისი და ცარუკიანის შემხვედრის ამსახველი მასალა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და დაწერა:
“არმან, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, შეშინებული ბატივით იყინები და არ იცი რა გააკეთო. შენ იცი, რომ, რასაც მინდა იმას გაგიკეთებ. იმასთან ვიბრძოლებ, ვისაც UFC მომცემს და გახსოვდეს, რომ სილა გაგარტყი, შენ გაიცინე და შემდეგ განგსტერივით იქცეოდი.
ასე განაგრძე, სწორ გზაზე დგახარ, მაგრამ ბიჭუნავ ჩემზე რამდენიმე დონით დაბლა”, – დაწერა თოფურიამ.
ილიას ამ პოსტს ცარუკიანი The Ariel Helwani Show-ს YouTube არხზე პირდაპირ ეთერში საუბრისას გამოეხმაურა და კვლავ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მან ქართველს “ყალბი ბიჭი” უწოდა, რადგან მიაჩნია, რომ რეალურ ცხოვრებაში და სოციალურ ქსელში სხვანაირად იქცევა.
“ილია მატყუარაა. ის ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და ახლა ამტკიცებს, რომ სილა გამაწნა. ნეტავ, მართლა გავიცინებდი, რომ დაერტყა? – ადგილზე მოვკლავდი. თუ გცემენ და არაფერს გააკეთებ, კაცი არ ხარ, სუსტი ხარ. ამ ცხოვრებაში არაფერს ნიშნავ… ამაზე საუბარი არ მინდა. ის კარგ ადამიანად იქცევა, მაგრამ შემდეგ ონლაინში სისულელეების ლაპარაკს იწყებს. მე შენსავით ყალბი არ ვარ”, – თქვა ცარუკიანმა.
შეხსენებისთვის, ცარუკიანმა UFC Fight Night 265-ზე, მსუბუქ წონით კატეგორიაში, დენ ჰუკერი მეორე რაუნდში დაამარცხა და ახლა მისი მოგება/წაგების ბალანსი MMA-ში 22/3-ზეა. ამავე ღონისძიებაზე ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
“თოფურიას ცარუკიანთან არ აჩხუბებენ, რადგან UFC-ის არ სურს, რომ თოფურიამ საჩემპიონო ქამარი დაკარგოს” – შონ ომალი
[VIDEO] გამარჯვება აქლემით აღნიშნა – ცარუკიანის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
“მადალენას საქართველოში წასვლა სჭირდება, მახაჩევი კი…” – თოფურია დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა
“თოფურიას ცარუკიანთან არ აჩხუბებენ, რადგან UFC-ის არ სურს, რომ თოფურიამ საჩემპიონო ქამარი დაკარგოს” – შონ ომალი
[VIDEO] “ილია, სად ხარ?” – ცარუკიანმა ჰუკერი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ოქტაგონიდან თოფურიას მიმართა
“ილია თოფურიას სახეს დავუნგრევ” – პიმბლეტის მორიგი განცხადება “ელ მატადორზე”
“შემდეგი აუცილებლად ის იქნება” – ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვება აქლემით აღნიშნა – ცარუკიანის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
“თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია” – არმან ცარუკიანი
მახაჩევმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ილია თოფურიასთან ბრძოლას თავს არიდებს
“თუ მოიგებს, მისი მთელი ცხოვრება შეიცვლება” – დეინა უაითმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა




