იმედა აშორტიამ (“ბუნიოდკორი”) ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და უზბეკეთის სუპერლიგის ბოლო ტურის წინ აქტივში მე-9 გოლი (პლუს 2 საგოლე პასი) ჩაიწერა. “სოგდიანასთან” გასვლითი მატჩის მე-60 წუთზე მან საჯარიმოს კუთხესთან მიიღო ბურთი, ცენტრისკენ შეიწია, ცაციათი “ცხრიანში” გაახვია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
ეს იყო ნამდვილი სუპერგოლი! იქვე, მაისურის გახდისთვის “თელავის” ყოფილმა ფორვარდმა ყვითელი ბარათიც მიიღო. ითამაშა 88-ე წუთამდე. რაც შეეხება ნიკოლოზ მალის, “საბურთალოსა” და თბილისის “დინამოს” ყოფილი მარჯვენა მცველი გამარჯვებულთა შორის თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო.
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ნიკოლოზ მალი: “ევროპის ჩემპიონატზე მეტის მიღწევა შეგვეძლო”
ნიკოლოზ მალი: ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ – ვეცდები, ქომაგი გავახარო
“საბურთალოს” მცველს MLS-ის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იწვევს – 17 დეკემბრის დაიჯესტი
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი…
მერანი-მონტანა 1:1 – ზავი ბულგარელებთან
10-ბალიანი სისტემა – “საბურთალოს” ფეხბურთელების შეფასება “შერიფთან” მატჩში
მერანი-გურია 2:0 – დიდი ხნის შემდეგ…
“საბურთალოს” ფეხბურთელები: ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა




