[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] “თელავმა” თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია…

გოლები: 0:1 მ. ბაშელეიშვილი (31), 1:1 მუჯირი (33. ს. ზოიძის პასით), 1:2 მარტინი (71. ჟივიძის პასით)
გაგრა (3-4-1-2): სიუკაევი – ჩოჩია (68. ჭავჭანიძე), პორფირიო, ვანდერსონ სილვა – კლაუდინეი, სკრიპნიკი, ცინცაძე (82. პაპუაშვილი), ს. ზოიძე (82. ადეიეიე) – არდაზიშვილი – მუჯირი (60. გოცირიძე), გ. ხარებაშვილი (82. ჩხაიძე).
მწვრთნელი: ჟელკო ლიუბენოვიჩი
თელავი (4-2-3-1): თანდილაშვილი – გოგოტიშვილი, ცნობილაძე, ანანიძე, გაბიტაშვილი – მ. ბაშელეიშვილი (84. გიგაშვილი), დევდარიანი – გ. ჩხეტიანი (56. ჟივიძე), ყიფიანი (74. ოდიშვილი), დ. კუტალია (74. პარკინაშვილი) – მარტინი (84. არველაძე).
მწვრთნელი: ვალერი გაგუა
გაფრთხილება: დ. კუტალია (49), ს. ზოიძე (76)
არბიტრი: ი. შენგელია
უმოტივაციო “გაგრამ” შინ 1:2 წააგო “თელავთან”, რომლისთვისაც მატჩი არცთუ უმნიშვნელო იყო. ერთი რამ ცნობილია – “გარეჯი” და “თელავი” პლეი-ოფში ითამაშებენ, მაგრამ… ფორმატის მიხედვით, ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზე (რომელზეც ჯერჯერობით “გარეჯია”) გასული გუნდი ლიგა 2-ის მესამეადგილოსანს (რომელიც ჯერ არ გარკვეულა) დაუპირისპირდება, ხოლო მე-9 ადგილზე გასული (იგივე “გარეჯი” ან “თელავი”) – ლიგა 2-ის მეორეადგილოსან “სპაერს” (უკვე გარკვეულია) შეხვდება.
დაგვეთანხმებით, “სპაერთან” დატაკება არც “თელავის” ინტერესებშია და არც “გარეჯის” – ის ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, აწ უკვე ევროტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილებით. ასე რომ, ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. 6 დეკემბერს “გარეჯი” სტუმრად შეხვდება “ტორპედოს”, ხოლო “თელავი” “სამგურალს” უმასპინძლებს…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ “კლასიკოში”! ბრინჯაო “ტორპედოს” დარჩა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] “ტორპედო” სამეულში გამაგრდა, “კოლხეთი” გავარდა!
კახური დერბი “თელავმა” მოიგო
ეროვნული ლიგა. V ტური. “დილა” – “თელავი” [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] “გაგრა” გადარჩა, “გარეჯი” პლეი-აუტში… მაღალი ალბათობით…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ს “დინამოს” ქულაც ჰყოფნის, “თელავი” განწირულია…
[VIDEO] ს “დინამოს” “თელავთან” შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
ეროვნული ლიგა. I ტური. “დილა” – “გარეჯი” [LIVE]
“ორბი” ბედოშვილის ტრანსფერის გამო რუსულ კლუბს ფიფაში უჩივლებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ “კლასიკოში”! ბრინჯაო “ტორპედოს” დარჩა
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXVტური] …მათ სჩვევიათ ხოლმე კარის გაჯახუნება!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] …ის, რაც ბევრისთვის სანატრელია…
“სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით” – “პარი ნიჟნი ნოვგოროდმა” “ორბის” უპასუხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! “თელავს” ძალა და კლასი არ ეყო…