[VIDEO. ეროვნული ლიგა] “პოკერი”, 3 პენალტი, ავტოგოლი… “ტორპედომ” ს “დინამო” გაანადგურა

გოლები: 1:0 იონსენი (9. ღუდუშაურის პასით), 2:0 ქაფიანიძე (15-საკ. კარში), 3:0 იონსენი (27-პენ), 3:1 წულუკიძე (32-პენ), 4:1 იონსენი (45+1), 5:1 იონსენი (68. ლიმას პასით)
ტორპედო (4-2-3-1): კლიაიჩი – მამუჩაშვილი (90. კატკოვი), მანე, შიმიჩი, ჩერიფი – ითრაქი (80. კუპრავა), პირესი – ღუდუშაური (27. ლიმა), ანდრიჩი, ბასილაძე (90. პიმენტელი) – იონსენი.
მწვრთნელი: დირკ შუსტერი
დინამო (4-2-3-1): თურმანიძე – ჩიტეიშვილი (73. ზოიძე), მ. , ქაფიანიძე (46. ბალაძე), კალადარიშვილი (46. გ. კოხრეიძე) – ლაკვეხელიანი, ჯაფარიძე – მილჩენკო, მარა (46. ფუტკარაძე), წულუკიძე (46. აბუსელიძე) – ხოზრევანიძე.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: მ. (17), ქაფიანიძე (24), შიმიჩი (31), ითრაქი (53), ხოზრევანიძე (84), კატკოვი (90+1)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი
“ტორპედომ” შანსი არ დაუტოვა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ს “დინამოს” და მესამე ადგილთან (თბილისის “დინამო”) 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. სეზონის პირველი “პოკერი” ბიორნ იონსენის ანგარიშზეა. ნორვეგიელი 16 გოლით სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას, გადაუსწრო რა გიორგი ფანცულაიას (“სამგურალი”).
დაინიშნა 3 პენალტი და ვნახეთ ერთი ავტოგოლი. უცნაურია, რომ პირველი 11-მეტრიანის ეპიზოდში არბიტრმა არ გააძევა (მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა) ბათუმელთა ცენტრალური მცველი ლუკა ქაფიანიძე, რომელიც გაშლილი ფეხით წავიდა პაატა ღუდუშაურზე და მიაყენა ტრავმა, რის გამოც ბათუმელთა ყოფილმა გარემარბმა თამაში ვეღარ გააგრძელა…
სხვა რა უნდა ითქვას თამაშზე – “ტორპედოს” უპირატესობა ყველა კომპონენტში აშკარა იყო, დინამოელებმა კი განსაკუთრებით სუსტად ითამაშეს დაცვაში და ქუთაისელებს მეორე ტაიმში ცოტა მეტად რომ მოენდომებინათ, ანგარიში ასტრონომიულიც იქნებოდა.
დირკ შუსტერის შეგირდები აგრძელებენ ბრძოლას მე-3 ადგილისთვის, ზღვისპირელებს კი მოუგებელი სერია და უსუსური თამაში, სრულიად რეალურია, პლეი-აუტში მოხვედრად დაუჯდეთ. აქედან გავარდნამდე კი ბევრი აღარაფერი რჩება…
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა – “ომონია” კარგად შევისწავლეთ
[VIDEO] 0:4 ქუთაისში – ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში – “ტორპედომ” შანსი შეინარჩუნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა – ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
სენსაცია და დრამა – რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა