[VIDEO] ეგოიანი ვერ გააჩერეს! გამარჯვების გოლი ნიდერლანდებში და ქვილითაიას უშანსო პენალტი

ირაკლი ეგოიანმა (“ექსელსიორი”) შესანიშნავი გოლი გაიტანა ნიდერლანდების მთავარ ლიგაში, თან ეს გოლი გამარჯვებისა (2:1) აღმოჩნდა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი მარჯვენა ფლანგიდან დაიძრა კარისკენ, ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და მაშინ, როცა “ზვოლეს” მეკარე დარტყმას შორეულ კუთხეში ელოდა, ირაკლიმ ახლოში დაარტყა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-2 გოლი (მის ანგარიშზეა ამდენივე საგოლე პასიც) გაიტანა. “ფლეშსქორის” ვერსიით, ეგოიანმა ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7,9. ითამაშა თავიდან ბოლომდე.
გაიტანა გიორგი ქვილითაიამაც. კვიპროსის მთავარ ლიგაში მისმა “არისმა” შინ 2:2 ითამაშა არადიპუს “ომონიასთან”. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პენალტით გახსნა ანგარიში და მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გოლი მიითვალა. ითამაშა შეუცვლელად.
[VIDEO] ჰალანდის კიდევ ერთი სუპერმატჩი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვესტ ჰემს” შანსი არ დაუტოვა
[VIDEO] ვოლტემადეს დუბლი საკმარისი არ იყო – “ჩელსიმ” “ნიუკასლს” მოუტრიალა…
“არისმა” “ომონიას” ქვილითაიას დუბლით მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
“ვიტესი” გაკოტრებას გადარჩა და მომავალ სეზონში კლუბში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა… საგოლე პასი
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა – “არისი” აეკ-თან მაინც დამარცხდა
[VIDEO] ქვილითაიას ლამაზი თავურით დაიწყო…