[VIDEO] “ბარსელონა” მშობლიურ “კამპ ნოუზე” ლამაზი გამარჯვებით დაბრუნდა!

როგორც იქნა, შედგა “ბარსელონას” ნანატრი დაბრუნება მშობლიურ “კამპ ნოუზე”, რომლის რემონტიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თუმცა საფეხბურთო სპექტაკლების დადგმა უკვე შესაძლებელია.
“ბარსა” სწორედ ასეთი სპექტაკლით დაბრუნდა სახლში – 4:0 დაამარცხა “ბილბაო”, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში 10 კაცით დარჩა მოედანზე, თუმცა ჰანსი ფლიკის შეგირდები ამ დროისთვის უკვე 3:0-ს იგებდნენ.
დუბლი შეასრულა ფერან ტორესმა, რომელმაც ორივე შემთხვევაში ლამინ იამალის გადაცემებით გაიტანა, ანგარიში კი რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, ერთი გოლიც ფერმინ ლოპესმა გაიფორმა.
ერთ რამედ ღირდა იამალის მოქმედება მეოთხე გოლის ეპიზოდში, როცა მოედნის ცენტრში მიყარ-მოყარა მეურვეები და ფერან ტორესს “დაუხატა” პასი (თუმცა შესანიშნავი იყო პირველი გადაცემაც). საცოდაობა იქნებოდა ამ გოლის არჩათვლა (ფერანზე თამაშგარე იყოო), მაგრამ სამართალმა იზეიმა – ვიდეორეფერიმ, გოლიაო!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვი გოლი იმერულ დერბიში და რეკორდული ტური! “ტორპედო” მესამე ადგილზე გადავიდა…
[VIDEO] …ეს უნდა ნახოთ! აშორტიას სუპერგოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა…
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
17 წლის მოზარდი “კამპ ნოუს” აფეთქებით იმუქრებოდა
“ბარსელონამ” შესაძლოა 250 მლნ ევროს სანაცვლოდ სტადიონს სახელი შეუცვალოს
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება – ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ლა ლიგა. XXXV ტურის წინ: “კამპ ნოუზე” ზეიმის მოლოდინია
გულისამაჩუყებელი კადრები – ინიესტა “კამპ ნოუზე”, როცა ყველა წავიდა [VIDEO]
“ბარსელონას” სტადიონმა შესაძლოა სახელწოდება შეიცვალოს
როგორი იქნება ახალი “კამპ ნოუ” [VIDEO]