UFC-ის მებრძოლი არმან ცარუკიანი და მისი რამდენიმე მეგობარი American Airlines-ის რეისიდან ჩამოსვეს.
Sportskeeda-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ არმანი აფრენის დროს ტელეფონს იყენებდა.
არმანი ამერიკაში მიემგზავრებოდა, სადაც RAF-ის ტურნირზე მეორე ბრძოლა ჩაეტარებინა, მოგეხსენებათ, ამავე ტურნირზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც იღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, MMA-ს კარიერაში ცარუკიანის ანგარიშზე 23 გამარჯვება და 3 მარცხია.