კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 2025 წლის ევრობასკეტის C ჯგუფის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 83:69 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ნაკრების კაპიტანი მაინც ითამაშა. საქართველოს ნაკრების ძირითადი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.
ჯიკიჩის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო, კარგად გამოვიყურებოდით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს პირველი მეოთხედი 20:17 მოუგო.
ინიციატივა არც მეორე მეოთხედში დავთმეთ, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა მოქმედ ევროპის ჩემპიონს პირველი ტაიმი მოუგო.
მეორე ტაიმში ჯიკიჩის შეგირდებმა თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესეს. მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბითაძემ მეორე მეოთხედის სტარტზე მესამე ჯარიმა მიიღო, იგი გიორგი შერმადინმა ღირსეულად შეცვალა და გუნდური თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებს ლიდერობა ეჭვქვეშ არცერთხელ დაუყენებია. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობა არ დაუთმია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, “ტორონტო რაპტორსის” ახალწვეულმა საკუთარ ნაკრებს 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.
მიუხედავად 4 პერსონალური ფოლისა, რის გამოც გოგამ მოედანზე შედარებით ნაკლები დრო, 23 წუთი გაატარა, ბითაძემ 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კამარ ბოლდუინმა 12 ქულა ჩააგდო, 11 დუდა სანაძემ, 6 ბექა ბურჯანაძემ (პლუს 6 მოხსნა და 7 პასი), 4 გიორგი შერმადინმა, 2 კი რატი ანდრონიკაშვილმა.
ესპანელთგან ხუანჩო ერნანგომესმა 13 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
ესპანეთის ნაკრები 30 აგვისტოს ბოსნია და ჰერცეგოვინას, თბილისის დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდება.
· ჟორა 2-ს არ გვინდა რა ადამიანის ბულინგი, მითუმეტეს ასეთი თამაშის მერე.
· ირაკლი აფხაიძე ასე პრაგმატულად მოთამაშე ნაკრები დიდი ხანია არ მინახავს. ყოჩაღ ჯიკიჩს, რა ოპტიმალურად გადაანაწილა მოთამაშეთა რესურსიც და დროც. სწორ დროს აღებული სწორი ტაიმ-აუტები და ტაქტიკის ცვლა – 10/10. NBA-ელებმა ითამაშეს იდეალურად. სათადარიგოებმაც მაქსიმუმი გამოწურეს. ლეგიონერი პროგრესირებს. ამ ყველა კომპონენტის ერთობლიობამ განაპირობა მოგება. გილოცავთ მარიამობას! გილოცავთ ჩვენების გამარჯვებას!
· ქართველი მშვიდად ეხლა მთავარია, დაივიწყოთ უნდა ნელნელა ეს თამაში და კონცერტირდეთ იტალიაზე. რაც უფრო მაღალ პოზიციას დავიკავებთ ჯგუფში მით უკეთესი იქნება. ჯიგრებიხართ
· ლაშა სპორტში გამარჯვების ხიბლი იმაშია რომ ქვეყანა გაერთიანოს, წითელს, შავს, ყვითელს, მდიდარს, ღარიბს, მაღალს, დაბალს, ქოცს, ნაცს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს და გვაბედნიერებდეს, ამის ნაცვლად ყველა წარმატების შემდეგ მუდამ ვიღაცაზე დაგეშილი ხალხი გამოდის წინა პლანზე რომელიც ცდილობს სხვას ნიშნი მოუგოს აბა შენ შარშან რა თქვი ნაკრებზე, აბა ის როგორ იყო აბა ეს როგორ იყო. ვისწავლოთ ერთად რაღაცის შერგება და გამარკვებით სიამოვნების მიღება
· Aleko espanetma dzalian cudad itamasha magram es saqartvelos damsaxurebaa exla sheidzleba magali adgilia unda davikavot evropis chempionatze iqneb rame medalic avigot. bolosdabolos am gunds aqvs imxela gamocdileba dagrovebuli ukve rom sheidzleba. aba tqven icit
· ჟორა 2 ლონდარიძე დაგვაკლდა, თორემ უფრო მეტი ანგარიშით მოვიგებით
· გიგი არ ველოდი მართლა,ყოჩაღ ჯიკიჩს რა კარგად გადანაწილდა დრო ლიდერებს,საერთოდ ძალიან კარგად წარმართა თამაში,ამაში ისიც დაეხმარა რო ესპანელებს არ წაუვიდათ სროლა!
· ჟორა მასეთი ფარა, ეგერ ბალახობს რუსთაველზე ხშირად.
· ჟორა გილოცავთ ბიჭებო, თქვენ საკუთარ თავს გადაახტით. გილოცავ საქართველო. ხედავთ რა იცის სამიანების ზუსტად სროლამ? ამის გარეშე კალათბურთში მოგება არ არსებოს. ახლა ჯგუფიდან გასავლელად საჭიროა სწორად შეარჩიოთ თქვენი საკბილო გუნდი და დაამარცხოთ. გაიხსენეთ წინა ევროპაზე ლიტვა კი დაამარცხეთ, მაგრამ უშუალო კონკურენტ უკრაინას ვერ მოვუგეთ, ეს არ უნდა განმეორდეს.
· მერაბი ჩხოროწყუ გილოცავთ ყველას ჩვენო ლამაზო სამშობლოვ , წინ გამარჯვებისკენ, ჩვენი მფარველი მარიამ ღვთისმშობელი ჩვენთან იყო, ყველას გილოცავთ მეგობრებო მარიამობას,და საქართველოს გამარჯვებას,
· შოთა გცოდნიათ თამაში და სად იყავით აქამდე:D
· ზაკო აბა გამოდით უნდა დაგთვალოთ თოკოს და ამ ბიჭების ავადმომხსენებლები, სანაიას მიმდევრებო თოკო ცსკაში რატო წავიდაო, აი ამიტომ რომ ნაკრებში სულს და გულს დებს და მაშინაც ნაკრების ინტერესები დააყენა პირველ ადგილზე და ქვეყნის სიყვარულის გულისთვის დადო თავი დღესაც, ტრავმიანმა და უთამაშებელმა სასწაული მუხტი შესძინა ბიჭებს. ბრავო ყველას იამაყეთ ამ ბიჭებით
· S.K.K. თამაშის დაწყების დრო შემეშალა. არა უშავს ახლა ვუყურებ. ნაკლები ნერვები, ზოგი ჭირი მარგებელია. ბრავო საქართველო, ბრავო ჯიკიჩ
· გრაფი დუკუ ყველა მოგება მისალოცია და მეც ვულოცავ სულით და გულით მაგრამ, საერთო რეალიზაციის 46% მაშფოთებს ორქულიანების 58% მომწონს სამქულიანების 30% ვაკრიტიკებ ჯარიმების 69% კრიტიკასაც ვერ უძლებს უნდა მოუმატონ ჩვენებმა, თორემ დასუსტებული და მარტო სახელ/გვარ-დარჩენილი ესპანეთი საზომი არაა და სხვები არ გვაპატიებენ. წინ ბიჭებო!!!
· ლევანი დედა რა იყო ეს ააა, გენაცვალეთ ბიჭებო, გენაცვალეეეთ! გილოცავთ ყველას! დიდება საქართველოს!
· საქართველო გილოცავთ მარიამობას და ამ დიდ მოგებას ერთად,არაუშავს მოკრიტიკეებო გამოჩნდით და მიულოცეთ თქვენც მაინც ქართველები ხართ რაც არ უნდა იყოს
· ალექს ერიჰაა! ცოტა დაძაბულ ბრძოლაში მაინც მოეგოთ, ბოლობოლო ევროპის ჩემპიონია მოქმედი :)) გილოცავთ, მარიამობა დღეს ბრწყინვალე გამარჯვებას!
· duo რამდენი უცებ ქომაგი ხდება ნაკრების:)))) ვამბობდი აცალეთ მოსამზადებელი,აცალეთ. ახლა კარგია ხომ კალათბურთი?
· ვახო… ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მართლაც, რომ უდიდეს და უმნიშვნოვალეს გამარჯვებას! უდიდესი წარმატებები ჩვენს ბიჭებს მომავალშიც!…
· – ბრავო. სუპერპროფესიონალი ქართველების ყურება დიდი სიამოვნებაა .
· L.J. Tqven gaixaret bichebo!!!!
· Pepelu როცა შენი ქვეყანა არ გიყვარს კაშიას ასაკიდან დაწყებული ჯიკიჩის ბლანჟით დამთავრებული არაფერი არ მოგწონს!! აშკარად არსებიბს ხალხი ვისთვისაც ქვეყნის წარმატება მიუღებელია!!
· Beto მაგ ანლაიქის დამწერსაც უნდა დანქი თავზე :))) უქომაგე ნაკრებს და იმხიარულე
· სოსო აუუ, ეს ძმები ჰერნანგომესები ხო ვერ შევაჩერეთ რა
· Beto აკი ვერაფერს შვრებიანო? ახლა აქომაგდა ბევრი უცებ! მაზგაჩები
· ბარაქა გოგი ბარაქა, ბარაქა!!!
“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს” – თორნიკე შენგელია
“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს” – თორნიკე შენგელია
