გიორგი შერმადინის სუპერშედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ლაგუნა ტენერიფეს მაისურით ლიგა Endesa-ს პირველივე ტურში სუპერმატჩი გამოაცხო და გამარჯვებასთან ერთად MVP-ის ტიტული ჩაიჯიბა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 38 შეადგინა, რაც შთამბეჭდავი შედეგია და თუკი დარჩენილ 5 მატჩში ამაზე მეტს ვერავინ მიითვლის, ქართველი ცენტრი პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება.
ტენერიფემ პირველ ტურში “მანრესას” უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დახმარებით 11 ქულის სხვაობით – 104:93. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:10 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 14-დან 10 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა. “ტენერიფეს” კიდევ ოთხმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულის დაგროვება შეძლო: მარსელინო უერტასი (20 ქულა), ბრუნო ფიტიპალდო (11 ქულა), ხაიმე ფერნანდესი (18 ქულა) და როკას გიედრაიტისი (14 ქულა).
“ტენერიფე” მეორე ტურის მატჩს 11 ოქტომბერს, ანდორაში, ამავე სახელწოდების გუნდთან გამართავს, რომლის ღირსებასაც შერმადინი 2 სეზონის განმავლობაში იცავდა. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა ქართველებს, თორნიკე შენგელიას, ბექა ბურჯანაძის და მათე ხატიაშვილის გუნდები პირველი ტურის მატჩებს დღეს, 5 ოქტომბერს ჩაატარებენ. დღეს შენგელიას დაბადების დღეა და ბარსელონას ქართველი ფორვარდი ვალენსიაში ითამაშებს.
GBF
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
გიორგი შერმადინს ვერ აჩერებენ – 24 ქულა, 11 მოხსნა და 35-იანი კოეფიციენტით MVP გახდა! [VIDEO]
გიორგი შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო – “იბეროსტარმა” ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩიც მოიგო
შერმადინი “სარაგოსასთან” მატჩის MVP გახდა – ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
გიორგი შერმადინმა კვლავ კარგად ითამაშა – “იბეროსტარმა” ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო
შერმადინის მორიგი კარგი მატჩი – “ტენერიფე” პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი – “ტენერიფემ” ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
გიორგი შერმადინი ვერ შეაჩერეს – ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო – შერმადინის მაგარი მატჩი “რეალთან”
