VIDEO: თიკა ფაცაციას მიერ შესრულებული “აჭარული” დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao
თიკა ფაცაციას მიერ შესრულებულმა აჭარულმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. გადაცემაში “გული მღერის” თიკა ქართული ნაციონალური სამოსით წარსდგა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო:
თიკა ფაცაციას ბიოგრაფია
თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი, „მის თბილისის“, „მის საქართველოს“, „მის ოქროს გლობუსის“ მე-3 ადგილის ტიტულის მფლობელია.
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს “ევროვიზია 2008″–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ “ევროვიზია 2009″–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ “ევროვიზიაზე” წარსადგენად “სტეფანე და სამი გოგო” აირჩიეს.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანია. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაციას მეუღლე
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
„თინეიჯერობის პერიოდში შექმნილი ოჯახი ჩემთან სხვანაირად დალაგდა. 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, ასევე თინეიჯერი ვიყავი, დედა რომ გავხდი. მენტალურად შეიძლება ადამიანი არ იყოს ამ ყველაფრისთვის მზად, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ცვლის და თავდაყირა აყენებს. შენ როგორ გაიზრდები ამ ახალ მოცემულობასთან ერთად, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს. არ მქონია მომენტი, რომ გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო, პირიქით. ძალიან მეოჯახე ტიპი ვიყავი თავიდანვე, ამიტომ ეს ნაწილიც მშვიდად გავიარე. ამერიკაში რომ წავედი საცხოვრებლად, მთლად მოვწყდი ყველაფერს, ჩემს მაშინდელ შოუბიზნესს, აღმოვჩნდი ამერიკაში, სადაც გავაჩინე ბავშვი… კარგი გადაწყვეტილება მივიღე ქმართან დაკავშირებით. მან ძალიან კარგად გაიაზრა ჩემი ასაკი, ისეთი რაღაცები მომცა და ჩადო ჩემში, რომ არ გამიჩნდა არანაირი შეგრძნება, რომ მე რაღაც ეტაპი დავტოვე და ახლა დიდი ქალი ვარ და ქალური ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო“, – თქვა თიკა ფაცაციამ ერთ-ერთ ინტერვიუში.