[VIDEO] დომინანტურად – მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, მეორე რაუნდიდან დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.
[VIDEO] დღის სენსაცია თორნიკეს “ბარსელონამ” ტურნირის მთავარი ფავორიტი დაამარცხა
“ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია… ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
“მამიკო” მერაბმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რატომ არის საუკეთესო” – ჰენრი სეხუდო