Variotherm – გათბობა-გაგრილების ევროპული ტექნოლოგია „კლიმაკომფორტისგან“

ავსტრიული ბრენდი Variotherm, კომპანია „კლიმაკომფორტთან“ პარტნიორობით, საქართველოში ინოვაციურ გათბობა-გაგრილების სისტემებს ნერგავს. ახალი თაობის ტექნოლოგია მომხმარებელს თანამედროვე, ხარჯთეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებს სთავაზობს, რაც რადიატორებისა და კონდიციონერების საჭიროებას სრულად გამორიცხავს.
შემოთავაზებული ტექნოლოგია თბილი და გრილი კლიმატის მიწოდებას ერთი სისტემიდან სეზონის შესაბამისად უზრუნველყოფს. ტექნოლოგია 3 ძირითად ელემენტს: კედლის, ჭერისა და იატაკის გათბობა-გაგრილების სისტემებს მოიცავს. Variotherm-ის ახალი ტექნოლოგია იყენებს თანამედროვე საინჟინრო მიდგომებს ენერგორესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და გარემოს ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად. შედეგად, მოძველებული გათბობისა და გაგრილების საყოველთაოდ ცნობილი სისტემის ნაცვლად მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს თანამედროვე სისტემით, რომლითაც ნებისმიერი ტიპის შენობაში სრულ კომფორტსა და ჯანსაღ გარემოს მიიღებს.
პროდუქტი ავსტრიულია, რაც მოიაზრებს, როგორც საჭირო საინსტალაციო დეტალის წარმოებას და მოწოდებას, ისე მის შემოწმებას ავსტრიელ მომწოდებლებთან. კომპანიაში განმარტავენ, რომ ტრადიციულ ტექნოლოგიებთან შედარებით ის კომუნალური ხარჯის 30%-დან 40%-მდე შემცირებას უზრუნველყოფს. ავსტრიული ბრენდი Variotherm გათბობა-გაგრილების ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მიდგომებს ევროპის მასშტაბით 70 წელია ნერგავს. კომპანია „კლიმაკომფორტთან“ პარტნიორობით ქართულ ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ