VALENTINO-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელე გახდა

Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტზე პიერპაოლო პიჩოლის ალესანდრო მიკელე შეცვლის – ამის შესახებ ინფორმაცია 28 მარტს გავრცელდა.
“ეს უდიდესი პატივია”. – თქვა ალესანდრო მიკელემ და ხაზი გაუსვა იტალიური მოდის სახლში მუშაობის შედეგად წარმოქმნილ პასუხისმგებლობასა და სიხარულს.
ალესანდრო მიკელეს დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მომხრე Valentino-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯაკოპო ვენტურინი იყო. მათ მანამდე ერთად Gucci-ში უმუშავიათ, სადაც მიკელე 7 წლის განმავლობაში იკავებდა შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს.
ვენტურინის თქმით, ის “ძალიან გახარებული და აღელვებულია” მიკელესთან კიდევ ერთხელ მუშაობის შესაძლებლობით.