USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას

USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას
USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს -ის ხელისუფლება საუბრობს ოფიციალურად იმაზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა 2023 წლის გაზაფხულზე.
„რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე შარშან გაზაფხულზე, იმაზე დღეს საუბრობს უკვე ოფიციალურად -ის ხელისუფლება. საუბარია უმაზე, რომ USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ჩაძიება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამი თვით შეჩერდა USAID-ის დაფინანსება. მთავარია ჩვენთვის, რომ ეს ასე დარჩეს, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ USAID-მა აღარასდროს აღარ სცადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, აღარასდროს აღარ სცადოს მაგალითად, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, ასევე რევოლუციური პროცესების პირდაპირი მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სამ თვიანი შეჩერების მექანიზმი ბოლომდე დარჩება ძალაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა