UNICEF-ის ხელმძღვანელი – ცნობები 7 ოქტომბერს ისრაელში ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ საშინელებაა – გადარჩენილებს უნდა მოვუსმინოთ, მხარი დავუჭიროთ და მათზე ვიზრუნოთ

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი 7 ოქტომბერს ისრაელში ქალებისა და ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გმობს.
„ცნობები 7 ოქტომბერს ისრაელში ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ საშინელებაა. გადარჩენილებს უნდა მოვუსმინოთ, მხარი დავუჭიროთ და მათზე ვიზრუნოთ. ბრალდებების სრულად გამოძიება უნდა მოხდეს. ჩვენ გენდერულ ძალადობას და ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმას ვგმობთ“, – წერს გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი, კეტრინ რასელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, გუშინ, ს პრემიერ-მინისტრმა, მ და -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უფლებადამცველი ჯგუფები, ქალთა ორგანიზაციები და გაერო იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ისინი ქალებისა და ბავშვების მიმართ„ჰამასის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არ საუბრობენ.