ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ნეით სიბლი სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანეთი უნდა შეუერთდეს ამერიკას და სანქციები დაუწესოს საქართველოში პუტინის მარიონეტს – ბიძინა ივანიშვილს.
ნეით სიბლი, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტში „კლეპტოკრატიის ინიციატივის“ დირექტორია , აცხადებს, რომ ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება არ უნდა შეეძლოთ.
„მაგრამ თუ ისინი ასე გააგრძელებენ, ამიერიდან მათ უნდა იცხოვრონ შიშით, რომ დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს სანქციებს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – წერს ნეით სიბლი.
თავის სტატიაში ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი ახსენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
„როგორც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, ამ კუნძულებს მოეთხოვებათ სანქციების აღსრულება კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით. ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები იშვიათად არიან ისეთი სულელები, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათაში შეინახონ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ საზღვარგარეთ მისი ფინანსური აქტივები ვირჯინიის კუნძულების ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს, მაგრამ განლაგებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით.
საბედნიეროდ, სანქციების საფრთხე ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ სხვა იურისდიქციების ბანკები დაარწმუნონ, რომ შეწყვიტონ თვალის დახუჭვა და საეჭვო კლიენტი ურთიერთობა.
აშშ დოლარის გლობალური როლის გათვალისწინებით, ამ მხრივ ყველაზე დიდი გავლენა ვაშინგტონს აქვს. თუმცა დიდ ბრიტანეთი, როგორც მსოფლიოში სიდიდით მეორე ფინანსური ცენტრს, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – ნათქვამია ნეით სიბლის სტატიაში.
