UFC-ის ფინანსური დეტალები – რა შემოსავალი მიიღო ორგანიზაციამ UFC 316-დან? (bm.ge)

7 ივნისს, ნიუ ჯერსიში, ნიუარკის “პრუდენშალ ცენტრში” UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება – UFC 316 გაიმართა, რომლის მთავარ საღამოს მერაბ დვალიშვილისა და “შუგა” შონ ო’მალის შორის საჩემპიონო რემატჩი ამშვენებდა.
დვალიშვილმა, რომელიც გრძელვადიანი მომზადებითა და დამაჯერებელი სტრატეგიით გამოირჩევა, კვლავ წარმატებით დაიცვა სუპერმსუბუქი კატეგორიის ტიტული და შონ ომალი 3 რაუნდში, მახრჩობელათი დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ ღონისძიებამ ორგანიზაციისთვის $6,501,177-ის შემოსავალი მოიტანა და სულ გაიყიდა 17,343 ბილეთი. Nypost-ზე დაყრდნობით, UFC 316-ის ბილეთის ღირებულება 310-დან 1050 დოლარამდე მერყეობდა.
რაც შეეხება UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის შემოსავალს, გარდა სხვა შემოსავლებისა, მერაბ დვალიშვილი UFC 316-ზე $50,000-ს მიიღებს, საიდანაც ქართველი მებრძოლი თანხის ნახევარს, მის მეგობარს ალჯამეინ სტერლინგს გაუყოფს. დვალიშვილის თქმით, სტერლინგის წვლილი მის ფიზიკურ მომზადებაში გადამწყვეტი იყო.
bm.ge