UCMAS საქართველო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) თანამშრომლობა UCMAS-ის 2025 წლის საერთაშორისო კონკურსისა და მსოფლიო თასის ფარგლებში

„UCMAS საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან SEU-სთან მრავალწლიანი, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. მსგავსი მხარდაჭერა განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა უმასპინძლოს ისეთ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას, რომელიც 80-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს აერთიანებს.
საქართველოში UCMAS-ის სწრაფმა განვითარებამ და ჩვენი გუნდის სისტემურმა მუშაობამ სწორედ ეს შესაძლებლობა შექმნა, რომ საერთაშორისო ოლიმპიადა და მსოფლიო თასი პირველად კავკასიის რეგიონში გაიმართოს და მასპინძელი სწორედ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ძლიერი საგანმანათლებლო ჰაბი და როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განათლების სფეროში გლობალური მნიშვნელობის პროექტების მიღება და განხორციელება.
UCMAS-ის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს აძლევს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის, კონკურიისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს. გვჯერა, რომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ერთად შევქმნით მრავალ ახალ ინიციატივას, რომლებიც საქართველოს საგანმანათლებლო მომავალს გააძლიერებს.
ეს არის ნაბიჯი, რომელიც არამარტო UCMAS-ს, არამედ მთლიანად ქვეყნის საგანმანათლებლო ეკოსისტემას აძლიერებს.“ განაცხადა საჰარ ჰარბმა, რომელიც გახლავთ საქართველოში UCMAS საქართველოს ფრენჩაიზის მფლობელი“.
„UCMAS საქართველოსთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ, გვიხარია, რომ წელს, პირველად ევროპასა და კავკასიაში მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო ოლიმპიადა და მსოფლიო თასის მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება სწორედ საქართველოში ტარდება. ეს არის მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის, ხოლო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ხდება პლატფორმა, სადაც მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1,500-ზე მეტ მოსწავლესა და ათასობით სტუმარს ვუმასპინძლებთ. SEU არის ინოვაციური განათლების მხარდამჭერი უნივერსიტეტი. SEU-ს ერთ-ერთი მთავარი მისიაა ახალგაზრდებში ანალიტიკური აზროვნების განვითარება. ჩვენ საქართველოში ვქმნით თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებზე დაფუძნებულ აკადემიურ სასწავლო გარემოს. სწორედ ამიტომ, ამ ღონისძიებას ჩვენი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს – ის აძლიერებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე და ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის იმიჯის, განათლების ხარისხისა და ახალგაზრდების პოტენციალის წარმოსაჩენად. SEU-ს ერთ-ერთი მთავარი მისიაა ახალგაზრდებში ანალიტიკური აზროვნების განვითარება. SEU არის ინოვაციური განათლების მხარდამჭერი უნივერსიტეტი. UCMAS საქართველოსთან პარტნიორობით ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ საქართველოს, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდეს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის იმიჯის, განათლების ხარისხისა და ახალგაზრდების პოტენციალის წარმოსაჩენად, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული უნივერისტეტის SEU-ს რექტორმა ბატონმა გია კავთელიშვილმა.
შეგახსენებთ რომ 2025 წლის დეკემბერში, საქართველო მასპინძლობს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საგანმანათლებლო კონკურსს – UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრებასა და მსოფლიო თასს. 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1,500-ზე მეტი მოსწავლე შეიკრიბება თბილისში, რაც ისტორიული ფაქტია არა მხოლოდ UCMAS-ისთვის, არამედ საქართველოსთვისაც –რომელიც მასპინძლობს ამ გლობალურ ღონისძიებას.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – ალან პერსელი ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს”