U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიო გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით პირველ მატჩში ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულ საფრანგეთთან საკუთარ მოედანზე 17:26 (12:19) დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა “უმცროს ლე ბლეს” ბრძოლა გაუმართა, ბოლომდე თამი დარჩა, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა. იყო შეცდომები, ბევრი კარგი მომენტი და გულშემატკივარმა ლამაზი რაგბი იხილა. ჩვენმა გუნდმა საჭირო გამოცდილება მიიღო და მომავალ თვეში ინგლისში ორი შეხვედრა ელის.
20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი
4 მაისი. თბილისი.“ ავჭალა“
საქართველო – საფრანგეთი 17:26
საქართველო

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. გიორგი გერგედავა (კლერმონი).
მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), 21. გიორგი სპენდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 24. ნიკა დუმბაძე (), სანდრო მესხიძე (არმია), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), მათე ღურწკაია (ყოჩები), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ლუკა ჭაავა (აია), ნიკა აბესაძე (ლელო), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), გიორგი გამყრელიძე (ყოჩები), ალექსი ზაზაძე (ხარები), შოთა ხელაძე (ლელო), შოთა მაღლაკელიძე (მათე).

ასევე დაგაინტერესებთ